ომბუდსმენის განცხადება დედის დღესთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 11:05, 03 Mar, 2015     1230

ომბუდსმენი დედის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სრულიად საქართველოს ვულოცავ დედის დღეს, რომელიც საქართველოში 1991 წლიდან აღინიშნება, თუმცა დედის დღის მსოფლიო ისტორიას უფრო ადრეული საწყისები გააჩნია. ამ დღის აღნიშვნა ქალთა ისტორიის თვის – მარტის ფარგლებში ექცევა, როდესაც ვიხსენებთ ქალთა განუზომელ წვლილს დემოკრატიული სახელმწიფოს შენების პროცესში.

დედობის დაცვა და მხარდაჭერა ქვეყნისა და საზოგადოების მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, რადგან დედობა განსაკუთრებული როლია. საქართველოში უმთავრესად ქალები იღებენ ბავშვზე ზრუნვისა და განვითარების პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, დედები განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებენ, როგორც სახელმწიფოს, ასევე ყველა ჩვენთაგანის მხრიდან.

თავისთავად, ორივე მშობელი და საზოგადოება თანაბრად უნდა ვინაწილებდეთ პასუხისმგებლობას მომავალი თაობების აღზრდა-განვითარებისათვის. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა დედებს ხელი შეეწყოთ, შესძლონ სრულფასოვანი განათლების მიღება, წარმატებული კარიერული წინსვლა და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა, რაც საბოლოოდ ისევ მათი, ოჯახების და სახელმწიფოს კეთილდღეობაზე აისახება დადებითად.

ჩვენს მიერ შესწავლილი ოჯახში ძალადობის ფაქტებიდან იკვეთება, რომ ძირითად შემთხვევაში მსხვერპლები ქალები არიან, რომლებსაც ძალადობრივი გარემოდან თავის დაღწევა შვილებთან ერთად უწევთ, ისინი მარტონი იბრძვიან თავიანთი და შვილების უსაფრთხოების დასაცავად და უამრავი პრობლემის გადალახვა უწევთ, რათა საბოლოოდ უსაფრთხო გარემოში აღზარდონ შვილები. ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ვალია, გავაცნობიეროთ თუ რა სირთულეების წინაშე დგანან ძალადობის მსხვერპლი დედები და მაქსიმალურად გავაძლიეროთ მათი დაცვის ღონისძიებები, შევუქმნათ ისეთი პირობები, სადაც შიშის გარეშე, მომავლის იმედით შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებას.

ჩვენი ვალია განსაკუთრებული ზრუნვის საგნად ვაქციოთ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა, უზრუნველვყოთ მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი დედების დაცვა. განსაკუთრებული გაგებით მოვეკიდოთ პატიმარი დედებისა და მათი შვილების საჭიროებებს, ხელი შევუწყოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედებსა და განსაკუთრებული ზრუნვის საჭიროების მქონე ბავშვთა დედებს.

მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანმა გავითავისოთ ის მოვალეობა რასაც მომავალ თაობებზე ზრუნვა წარმოადგენს. ეს თანაბარი პასუხისმგებლობა უნდა იყოს როგორც ორივე მშობლის ასევე სახელმწიფოსათვის. სწორედ ამგვარი მიდგომის შედეგად იქნება შესაძლებელი დედებისათვის ისეთი თარიღის გულრწფელად მილოცვა, როგორიც 3 მარტია, როცა პასუხისმგებლობები თანაბრად იქნება განაწილებული და ყველა ჩვენთაგანი თავის თავზე აიღებს ზრუნვის იმ მცირედ ნაწილს, რომელიც მომავალი თაობის აღზრდისათვის არის საჭირო.

მოვუწოდებ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს დაიწყოს შესაბამისი პროცედურები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე დედობის დაცვის კონვენციის რატიფიცირების მიზნით და უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი განხილვების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური მონაწილეობა’, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42