საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის თქმით, რუსეთს აღმოსავლეთ რეგიონების დესტაბილიზაციისთვის სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.
ამის შესახებ ბერუჩაშვილმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ერებს უზღუდავს უფლებას, რომ საკუთარი მომავალი აირჩიონ.
„უკრაინა არ არის ერთი ცალკეული შემთხვევა, ის რუსეთის მიერ გავლენის ზონის გაფართოების მცდელობაა. რუსეთი უზღუდავს ერებს სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ საკუთარი მომავალი. ასეთი პოლიტიკის ნათელი მაგალითია სამხედრო აგრესია საქართველოს მიმართ 2008 წელს და ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. რუსეთი დღემდე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, რომელიც შვიდი წლის წინ გაფორმდა. მოსკოვის მიერ სოხუმსა და ცხინვალში მოქმედ საოკუპაციო რეჟიმებთან ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება კი იმ ანექსიის გაფორმებაა, რომელსაც რუსეთი წლების განმავლობაში აწარმოებს“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






