ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მართალი არ არის - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 09:02, 03 Mar, 2015     3025

პარლლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად ის გავლენას ინარჩუნებს.

ამის შესახებ უსუფაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს განაცხადა.

იგი ივანიშვილს რჩევასაც აძლევს და ამბობს, რომ ექსპრემიერი პოლიტიკიდან ასე ადრე არ უნდა წასულიყო.

„ბიძინა ივანიშვილს არასდროს უთქვამს, რომ ის გაქრებოდა ქვეყნიდან. მან თქვა, რომ პოლიტიკიდან აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებაში გადავიდოდა. მან დააარსა ორგანიზაცია „მოქალაქე“ და სურს ოყოს ამ კუთხით აქტიური. მისი კომენტარები და აზრი არ არის მხოლოდ ერთი მოქალაქის პოზიცია საქართველოში, რადგან ის ინარჩუნებს დიდ გავლენას. მისი ზეგავლენა რჩება და ამას არც უარყოფ. არის თუ არა ის ყოველთვის სწორი, როდესაც აკეთებს კომენტარს? არა. ისევე როგორც მე არ ვარ ყოველთვის მართალი", - ამბობს უსუფაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მიზეზზეც საუბრობს.

"მას არ სურდა მესიას ტრადიციის გაგრძელება საქართველოში, რაც აქამდე ხდებოდა. მე ვურჩევდი ბატონ ივანიშვილს, რომ არ წასულიყო ასე ადრე, იმისთვის რომ დაესრულებინა პოლიტიკური ძალის შექმნის პროცესი. სამწუხაროდ, ის წავიდა, თუმცა მისი გავლენა არ გამქრალა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42