საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ნაციონალების მოსყიდულია- ნოდარ ჯავახიშვილი
პოლიტიკა - 23:03, 02 Mar, 2015     3407
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას აკრიტიკებს და აცხადებს რომ ისიი ნაციონალების მოსყიდულები არიან:

”საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ნაციონალების მოსყიდულია... ბიძინას განცხადების შემდეგ პანიკა ჩაცხრა, ხალხი დამშვიდდა და კურსმა გამყარება დაიწყო. ბიძინამ ის თქვა, რაც რეალობაა. ლარის კურსის გაუფასურება ნოემბრიდან დაიწყო. იცი, რა გააკეთა ქადაგიძემ მაგ დროს? მიმოქცევაში ისედაც ჭარბი რაოდენობის ლარი იყო, ადგა და კომერციული ბანკების დაკრედიტება 350 მილიონიდან, 700 მილიონ დოლარამდე გაზარდა. იმის ნაცვლად, რომ ფულის გაძვირება დაეწყო, რათა ფულზე წვდომა ადვილი არ ყოფილიყო და ლარი გაემყარებინა, მან პირიქით გააკეთა - მიმოქცევაში ფულის მასა გააორმაგა. ლარის დევალვაცია ნოემბრის დასაწყისში დაიწყო, ქადაგიძემ კი პირველი ინტერვენცია თვის ბოლოს განახორციელა. 40 მილიონი დოლარი გაყიდა, კიდევ 40 მილიონი დეკემბერში გამოიტანა და მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ლარი გაუფასურებას განაგრძობდა, მესამედ 40 მილიონი დოლარი თებერვლის დასაწყისში გაყიდა. ამას უწოდებ სწორ ნაბიჯს? სადეპოზიტო სერტიფიკატებში მილიარდ 140 მილიონზე იყო მოთხოვნა, ქადაგიძემ კი მხოლოდ 400 მილიონი დოლარი ანუ 40% დააკმაყოფილა, რატომ? ხომ ხედავ, რომ ლარის სიჭარბეა და ისედაც საშიშროება იქმნება. წლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს დამატებით აკრედიტებ, თან რეფინანსირების განაკვეთსაც უზრდი? ეს საბოტაჟია, აბა, რა ჯანდაბაა. დახუჭეთ ყველაფერზე თვალი და გააგრძელეთ ქადაგიძის დაცვა. როგორ არ გესმის: თუ ასე გაგრძელდა და კურსი არ დავიჭირეთ, აპრილში მართლა ყველაფერი გაძვირდება. ხალხში სერიოზული პანიკა შეიქმნება და მერე ნურც შენ დაიწყებ წუწუნს, ასეთ დღეში როგორ ჩავცვივდითო. გამოჩნდა, რომ ქადაგიძე ზურაბ ადეიშვილის დავალებით მოქმედებს. ჯერ მარტო ის რად ღირს, რაც ეროვნულმა ბანკმა ქართუში ჩაიდინა, როდესაც ბანკი გააკოტრა. ”- განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.



წყარო ”ვერსია”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42