„მაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ გომელაურზე მზადდება დარტყმები სხვადასხვა კუთხიდან. უკვე ცნობილია, რომ სააკაშვილმა საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკრიბა თანამოაზრეები, დაურიგა მესიჯ-ბოქსები და მზადდებოდა შემდეგი გეგმა: ლარის გაუფსურებას უნდა მოჰყოლოდა პანიკა, შეტევა სოციალურ ქსელებში და რაც მთავარია, თავდასხმა უნდა დაწყებულიყო იმ ყოფილ პოლიტპატიმრებზე. რომლებიც იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის მძევლები, ლოიალურად არიან განწყობილნი ამ ხელისუფლების მიმართ და პატივს სცემენ ბიძინა ივანიშვილს. ეს ადამიანები იმდენად უფრთხილდებიან ივანიშვილის სახელს, რომ იმ უბნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ, არ აჭაჭანებენ სააკაშვილის სისხლისმსმელ „ზონდერებს“. მაგალითად , რა მოხდა გიორგი გუდაძესთან დაკავშირებით? ეს ადამიანი „ნაციონალების“ დროს სასჯელს იხდიდა იმ დაწესებულებაში, სადაც დირექტორი იყო ლაშა ბრეგვაძე და რომელიც გამოირჩეოდა პატიმრების მიმართ სადიზმით. გუდაძის მეგობრები და ლაშა ბრეგვაძე სუფრასთან მოხვდნენ ერთად, არაფერი არ უთხრეს, ოჯახს სცეს პატივი, სანამ ამ უკანასკნელმა არ დაიწყო „ბლატაობა“, საკანში რომ შევდიოდი, პატიმრები შიშისგან იფსამდნენო...
„ნაციონალებს“ ამ ყოფილი პატიმრების არსებობა არ აწყობთ, რადგან დისკომფორტს განიცდიან.
პოლიციაში ჩატარდა თათბირი იმ თანამშრომლების მონაწილეობით, რომლებიც იური ვაზაგაშვილის სიაში არიან. ჩაუტარეს ინსტრუქტაჟი „ზონდერებს“. მე ძალიან დიდი მასალა მაქვს ამის შესახებ, მაქვს ვიდეო, სადაც წვრთნებია გადაღებული. ასევე მაქვს ფოტომასალა. მათი მიზანი იყო, ყოფილი პატიმრებიდან ერთ-ერთი მომკვდარიყო, ამის შემდეგ დაიწყებოდა დაპირისპირება და ყველას ჩახოცვა, ან დაპატიმრება იმ პოლიციელების მიერ, რომლებიც ჯერ კიდევ არიან „ნაციონალების“ გავლენის ქვეშ და ასრულებენ სააკაშვილის დავალებებს...
ამჯერად გიორგი გადარჩა, შეტევა მიდის მის მეგობრებზე და იწყება მათი აყვანა გომელაურის სახელით. თან ყველას უცხადებენ, 24 საათში დატოვეთ საქართველო, ეს მინისტრმა დაგვავალაო.
მე გენინსპექციას გადავეცი ყველა მასალა და ამ კვირიდან დაიწყება პოლიციის გაწმენდა ამ ბანდისგან.
თბილისში მოქმედებს „ზონდერების“ დაახლოებით 50 კაციანი ჯგუფი, მისი წევრები შეიარაღებულნი არიან და დადიან თბილისში ძვირადღირებული მანქანებით. მათ მწვანე აქვთ ანთებული იმ პოლიციელების მხრიდან, რომლებიც ვაზაგაშვილის სიაში არიან.“- განაცხადა ლალი მოროშკინამ.
წყარო „კვირის ქრონიკა“
მასალის გამოყენების პირობები






