"სავალუტო ფონდი არ არის საქართველოს მთავრობა, ამიტომ ანტიკრიზისულ გეგმას უნდა წერდეს ცხადია საქართველოს მთავრობა. ეს გეგმა უნდა ჰქონდეს მათ და შემდეგ გარკვეული პარამეტრების შეუთანხმოს სავალუტო ფონდს. ჩვენთან ყველაფერი ამოყირავდა და დაბრუნდა შევარდნაძის დროში, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები გვეუბნებიან რა არის და რა არა სწორი. მე მეეჭვება რომ იმ გეგმაში რომელიც შეთანხმებული იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან იყოს რამე კონკრტული ნაბიჯები რომელიც საჭიროა ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის, იქ უბრალოდ საუბრი იქნება თუ როგორ უნდა მოხდეს ბიუჯეტის დაბალანსება იმ რეალობიდან გამომდინარე რომელიც ახლა ქვეყანაშია შექმნილი, ბიუჯეტის კორექტირება იქნება გასაკეთებელი, სავარაუდოდ რამდენიმე ასეული მილიონი ლარი დააკლდება ბიუეჯტს და შესაბამისად ეს ხარჯები სადღაც რაღაცას უნდა გამოკალდეს. მთავრობა როცა საუბრობს ქამრების შემოჭერაზე ისინი ელიან რომ შემოსავლები იქნება ნაკლები და ეს უნდა ამოიღონ ბიუჯეტიდან, ციფრები უნდა გაასწორონ. ეს ვერ დაეხმარება ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში, ამას სჭირდება გადასახადებს დაწევა, რეგუილაციებზე უარის თქმა, ყველა ის ნაბიჯი რომელიც მოცემულია ჩვენს მიერ შემუშავებულ 36 პუნქტიან გეგმაში,“-ზურაბ ჯაფარიძემ.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






