საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ბარამიძე, როგორც ერთერთი წამყვანი ექსპერტი, უკრაინის რეფორმების საერთაშორისო ცენტრს შეუერთდა.
გიორგი ბარამიძემ უკრაინაში განსახორციელებელ რეფორმებსა და საქართველოში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მის გუნდს სიღარიბის დაძლევასა და ეკონომიკის სწრაფად განვითარებაში დიდი გამოცდილება აქვს და ახლა უკრაინას დაეხმარებიან.
მისივე თქმით, აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების შეცვლა კორუფციასთან მიმართებით. ბარამიძე აცხადებს, რომ თუკი ადამიანს ეცოდინება ქრთამის აღებისთვის დაისჯება, ამაზე აუცილებლად უარს იტყვის.
„ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა რეფორმებს თავს წარმატებით გაართმევს. თუ ისინი სწორად განხორციელდება, შედეგსაც სწრაფად მივიღებთ. ზოგი რამ საქართველოში შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ ვიცი უკრაინაში ამას შევძლებთ. ჩვენს ქვეყანაში კრიმინალური მენტალიტეტის სერიოზული პრობლემა იყო. საბედნიეროდ, უკრაინაში მსგავსი პრობლემები ნაკლებია“ - განაცხადა ბარამიძემ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






