„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიჩნევენ, რომ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნით ეკონომიკური მდგომარეობის გადაფარვა სურთ.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.
"იმ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რომელშიც ამ მთავრობამ ჩაააგდო ქვეყანა, დღეს პროკურატურა ამ თემის გადაფარვას გაურკვეველი დეპარტამენტის შექმნით გვთავაზობს. ხელისუფლება ოპონენტების დევნითაა დაკავებული და არაფერს აკეთებს კრიმინალთან საბრძოლველად. დაუსჯელობის სინდრომი წახალისებულია, რადგან დანაშაულს ხელისუფლების დავალებით სამართალდამცავი სტრუქტუერები ჩადიან“, - აცხადებს თაქთაქიშვილი.
შეგახსენებთ, მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






