ხელისუფლებამ სავალუტო კრიზისთან დაკავშირებულ განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო
პოლიტიკა - 15:28, 02 Mar, 2015     1977
ლარის კურსის ვარდნასთან და შექმნილ სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით, ჟურნალ Business Time Georgia-ს ანალიტიკური სამსახურის ორგანიზებით, მრგვალი მაგიდის სხდომა გაიმართა. იმისდა მიუხედავად, რომ ხელისუფლებამ შეხვედრის ორგანიზატორებს პირობა მისცა, აღნიშნულ მრგვალ მაგიდას დაესწრებოდა, არც ეკონომიკის და არც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მივიდნენ.

როგორც ჟურნალ Business Time Georgia-ს რედაქტორი ლევან ჭითანავა „ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებს, ხელისუფლების უარი მათთვისაც გაუგებარია.

„მთელი ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროსთან. ფინანსთა სამინისტროსგან ჩვენ გვქონდა დასტური, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებდა მინისტრის მოადგილე- გიორგი კაკაურიძე, თუმცა ბოლო წუთს განაცხადეს, რომ ის მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა, რადგან პრემიერთან მოულოდნელი შეხვედრა დაიგეგმა. ეკონომიკის სამინისტროსგან კი საერთოდ პასუხი ვერ მივიღეთ“- აცხადებს ჭითანავა.

Business Time Georgia-ს რედაქტორის განცხადებით შეკრების მიზანი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო სექტორს შორის მეტი კომუნიკაცია და იმ კითხვებზე პასუხის გაცემა იყო, რომელიც ეკონომიკური გუნდის მიმართ არასამთავრობო სექტორს და საზოგადოებას გააჩნია.

"კითხვები კითხვებად დარჩა და ხელისუფლებამ მასზე პასუხი არ ისურვა."- განცხადა ჭითანავამ.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად ხელისუფლების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო სექტორს შორის მეტი კომუნიკაციაა საჭირო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42