ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი ტენდერებთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აკეთებს. გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას ჯავახიშვილი ამბობს, რომ გზის ტენდერებიდან უამრავი თანხა „ტყდება.
„გზებთან დაკავშირებით ბევრ ზოგად ფაქტს მეუბნებიან, სადაც ფული გადახდილია და ასფალტი დაგებული არაა, მაგრამ ამას თუ მეუბნები, ისიც მითხარი, კონკრეტულად რომელ გზაზეა საუბარი. ნუ მეტყვი ვინ ხარ, ორონდ, გზის კონკრეტული მონაკვეთი დამისახელე, წავალ და ვნახავ! ზოგადი საუბრები არაფერს მაძლევს, გულით მინდა ამ პრობლემის მოგვარება და არა - ვიღაცის სამსახურიდან გაგდება ან დაჭერა. ავტობანზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. კარგია, რომ დღესაც შრომობენ, მაგრანმ გზის ხარისხი არ მომწონს - ისეთი არაა როგორიც უნდა იყოს. გავარკვევ რა ხდება. ისე, გზის ტენდერებიდან უამრავი თანხა „ტყდება“ აქაც ასეთი შემთხვევაა, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება, - განაცხადა ჯავახიშვილმა „ვერსიასთან“ ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






