„ახალი მემარჯვენეები“: ბორის ნემცოვის მკვლელობა – ცინიკური გზავნილი ყველასთვის
პოლიტიკა - 14:14, 02 Mar, 2015     1168

„ახალი მემარჯვნეები“ რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობას ეხმაურებიან და ფატქს შემზარავს უწოდებენ. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ახალი მემარჯვენეებისთვის“ ნემცოვი იყო კარგი პოლიტიკური პარტნიორი და მეგობარი.

„დღევანდელ რუსეთში ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტი ერთდროულად შემზარავი მოულოდნელობაც არის და უკიდურესად ტრაგიკული ბანალობაც.

შემზარავია, რომ რეჟიმმა კიდევ ერთი თავისუფლებისათვის დაუცხრომელი მებრძოლი სული შეიწირა.

სამწუხაროდ, ბანალურია იმით ეს მკვლელობა, რომ დღეს პუტინის რუსეთში შექმნილი პოლიტიკურ–იდეოლოგიური რეალობა ითხოვს ამგვარ მსხვერპლს.

მაშინ, როცა ისევ იბომბება უკრაინის ტერიტორია, ისევ იღუპებიან უკრაინელი ჯარისკაცები რუსული ტყვიებით, ნაღმებით, ყუმბარებით, ნემცოვის მკვლელობა, არის ერთი შეხედვით, აგონიური, მაგრამ რეალურად ძალიან ცხადი, ცინიკური გზავნილი რუსული და უფრო მეტად საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ პუტინის რუსეთი გაჩერებას არ აპირებს.

დღეს, შესაძლოა ხშირად ისმის კითხვა, ვინ და ვისი დაკვეთით განახორციელა ეს შემზარავი მკვლელობა, მაგრამ ძალიან ცოტა ვინმე თუ კამათობს იმაზე, რომ ეს განაპირობა რეჟიმმა.

ნემცოვი ყველა დემოკრატი და თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის რუსეთშიც და მის გარეთაც იყო საიმედო და სანდო მოკავშირე.

ბორის ნემცოვი ჩვენთვის, „ახალი მემარჯვენეებისთვის“ იყო კარგი პოლიტიკური პარტნიორი და მეგობარი.

ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთში, განსაკუთრებით კი რუსულ პოლიტიკაში, ტრაგიკულად მცირდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთანაც მომავალში ცივილიზებული, პარტნიორული ურთიერთობა იქნება შესაძლებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42