"ზურაბ ჟვანია მოკლეს "რაზბორკებში"- ზუსტად ჩამოგითვლით იმათ გვარებს, ვინც იცის რა მოხდა..."
პოლიტიკა - 12:52, 02 Mar, 2015     19892
ყოფილი პარლამენტარის ლევან პირველის თქმით ზურაბ ჟვანია განზრახ არ არის მოკლული და მისი გარდაცვალება ე.წ „რაზბორკის“ დროს მოხდა.


როგორც ის აცხადებს, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ესაუბრა. შესაბამისად, ზუსტად იცის, რომ იგი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სიტუაციის აგორებას აპირებდა.

ლევან პირველი იმ პირების გვარებს ასახელებს, ვინც მისი თქმით, იცის რაც 2005 წლის 3 თებერვალს - ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ღამეს მოხდა.


„ვურჩიე, ფრთხილად იყავი, რამე არ გაგიკეთონ მეთქი. ეს იყო ჩემი ბოლო საუბარი მასთან. სააკაშვილისთვის ზურაბის მოშორების მიზეზი და საფუძველი არსებობდა, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, როგორც ჩანს, ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ეს მკვლელობა განზრახ რომ ჩაედინათ, უფრო კარგად მოემზადებოდნენ, უფრო დამაჯერებელ ვერსიას შეიმუშვებდნენ“, - განაცხადა ლევან პირველმა.

ყოფილი დეპუტატის ვარაუდით, გარდაცვალება მათთვის დამახასიათებელ „რაზბორკაში“, „გაქაჩვა-გამოქაჩვაში, თავში რაღაცების ჩარტყმასა და საფერფლეების სროლაში მოხდა, რაც სხვა დროსაც არაერთხელ გაუკეთებიათ“.

„ზურაბს წინ დაუდეს ფაქტები, რომ სააკაშვილის წინაამდეგ გამოსვლას ამზადებდა. აი, ამ გაწევ-გამოწევაში შემთხვევით მოხდა ყველაფერი. ზუსტად შემიძლია ჩამოგითვალოთ იმათი გვარები, ვინც იცის რა მოხდა. ესენია: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და გია ბარამიძე“, - აღნიშნა პირველმა.

ამასთან, მისივე მტკიცებით, კონსპირაციული ბინა, სადაც თითქოსდა ჟვანია გარდაიცვალა, ვასილ მაღლაფერიძის ნათესავს ეკუთვნის. შესაბამისად, პირველის თქმით, მაღლაფერიძეს ყველაფერი ეცოდინება, თუმცა მისივე განცხადებით, ეს ბინა მუდმივად ჰქონდათ დაქირავებული და რაღაც მომენტებისთვის იყო მოფიქრებული.

ლევან პირველის ინფორმაციით, ყველაფერი უცებ მოხდა, დროში შეზღუდულები იყვნენ - იკითხეს ვის და სად ჰქონდა ბინა, რომელიც მაღლაფერიძეს აღმოჩნდა.

„სასწრაფოდ უნდა გაეკეთებინათ ყველაფერი, ამიტომ არის ამდენი სისულელე დაშვებული. ამიტომ ვამბობ, ზურაბ ჟვანია განზრახ არ არის მოკლული. პირადად მაქვს წაკითხული ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ექსპერტიზის ინგლისური ვარიანტი, სადაც პირდაპირ წერია, რომ ჟვანიას ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის CO არ აღმოჩნდა. ქართულ თარგმანში კი, სიტყვა „არ“ ამოღებული იყო“, - აცხადებს ლევან პირველი.


წყარო "ასავალ-დასავალი"






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42