პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ირაკლი ალასანიას განცხადებებს პასუხობს და მას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ აბაშიზემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩემი აზრით, სამოქალაქო კონტროლი უნდა დაუწესდეს ჩვენი ოპონენტების არაკომპეტენტურობას, რომლის ლუისტრაციას გასულ კვირას. ის რაც მე ვთქვი საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, რაც პასუხი იყო ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, რაც ამას მოჰყვა ეს იყო ნამდვილი არაკომპატენტურობის ლუსტრაცია და დოღი. მე ვთქვი, რომ საქართველო მიისწრაფის ნატოსკენ და ეს ჩვენი მიზანია, მაგრამ ეს დღეს და ხვალ გაწევრიანება ვერ მოხდება. ისიც ვთქვი, რომ ჩვენში არ იგეგმება ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება“, - განაცხადა აბაშიძემ.
გასულ კვირას ზურაბ აბაშიძის განცხადების კომენტირებისას ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ უნდა დაწესდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტროლი და ზურაბ აბაშიძემ ვეღარ შეძლოს გასცდეს მის კომპეტენციის ფარგლეს და ვერ გააკეთოს ის განცხადებები, რომელიც მას არ ეხება.
შეგახსენებთ, ზურაბ აბაშიძემ, „რია ნოვისტისთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის ახალ შესაძლებლობებს განიხილავს და მოხარული იქნება, თუკი რუსეთი მათთან პირდაპირ კონტაქტს შეუწყობს ხელს.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






