კორკოტაშვილის განცხადებით, მისი ორგანიზაციის ამოცანა ტერიტორიული მთლიანობისა და სამართლიანობის აღდგენა და პოლიტიკური ველიდან ნარჩენი ნაციონალების ამოძირკვაა.
როგორც კორკოტაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ის უკვე ორ წელზე მეტია, ხელისუფლებას შეცდომების გამოსწორებისა და რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
„უკვე ორ წელიწადზე მეტია, შეცდომების გამოსწორებისა და რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაგრამ დამნაშავეებისთვის თავისი ადგილის მიჩენის ნაცვლად, თანდათან კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიდა კოჰაბიტაცია. მშვენივრად გრძნობენ თავს პარლამენტსა თუ მთავრობაში. ხალხნო, დაგავიწყდათ - რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს თბილ სავარძლებში ვერ იჯდებოდნენ. დიდ პატივს ვცემ ივანიშვილს, არ ვარ უმადური, მაგრამ ვის მივმართო, თუ არა მას, რომელმაც ეს გუნდი ხელისუფლებაში მოიყვანა. ბატონო ბიძინა, ხალხში იმედგაცრუება მატულობს. თუ არ ივაჟკაცეთ, ოცნება ხელიდან გამოგეცლება. ხელისუფლებაში მოსული ადამიანების უმრავლესობა ვირთხებივით იქცევა და მიუჩინეთ თავისი ადგილი. ბატონო ბიძინა, აგერ ვართ ხალხი, ვისაც შეგიძლიათ გვენდოთ, ან იძმაკაცეთ ჩვენთან ან ჩვენ თავად განახებთ რა ბიჭები და გოგოები ვართ. ნუ უჯერებთ ვირთხების მიერ მოტანილ ჭორებს“- აცხადებს კორკოტაშვილი
გია კორკოტაშვილის აზრით საჭიროა „რუსთავი 2“-ის ალტერნატიული ტელევიზიის შექმნა:
„საჭიროა „რუსეთავი 2“-ის ალტერნატიული, მართალი გემოვნებიანი ტელევიზიის შექმნა. შეგვჭამა ამ ვითომ ნიჭიერმა „დერევნიამ“ კოჰაბიტაციისა და დემოკრატობანას თამაშში ქვეყანა გარყვნილი პოეტებით გაივსო. იმის ნაცვლად, რომ ქართულ ტრადიციებს გაუწიონ პროპაგანდა, ნაციონალების იდეურ ძმებსა და დებს აძლევენ ტრიბუნას და ახალისებენ!
ხალხო, დასანგრევი უნდა დაინგრეს! ვინც კანონი დაარღვია, უნდა გასამართლდეს! თუ ამას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, სამართლის აღსრულება ხალხს მოუწევს. გატოკდი , "ნაროდ"!“- აცხადებს გია კორკოტაშვილი.
წყარო „ასავალ დასავალი“
მასალის გამოყენების პირობები






