"თაღლითი და პროკურატურის "პრესცენტრი" ხარ" - ინგა გრიგოლია სკანდალში ეხვევა
სოც.მედია - 10:22, 02 Mar, 2015     14392

დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას თაღლითს უწოდებს.

სოციალურ ქსელში ირაკლი ზაქარეიშვილი „იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტს აკრიტიკებს. ადვოკატის პოსტს მალევე გამოეხმაურა ინგა გრიგოლიაც.

ირაკლი ზაქარეიშვილი: თაღლითო ინგა გრიგოლია - სად არის თათუხაშვილის თემა, რისთვისაც ჩემთან ინტერვიუზე გამოუშვი ბელა ზაქაიძე?

ვაცხადებ, რომ "tv იმედი" ინტერვიუ მივეცი შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით და სიუჟეტის დანარჩენ თემატიკასთან არანაირი კავშირი არ გამაჩნია.

იმედის ეთერში გაშვებული სიუჟეტი არის სრულიად პროვოკაციული!

პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის მიმართ წამება და ჩვენების გამოძალვა განახორციელა ზურაბ ნეფარიძის საადვოკატო ბიუროს ადვოკატების დახმარებით! ამ საკითხზე მივეცი "იმედს" ინტერვიუ, რაც არ გააშუქეს, ხოლო ჩემი კომენტარდან გაუშვეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ორიოდე ფრაზა!

კომენტარის მიცემისას ვთქვი, რომ ნეფარიძის საადვოკატო ბიუროს ადვოკატების ხელშეწყობით იქნა ჩადენილი ის დანაშაული, რაც პროკურატურამ განახორციელა შალვა თათუხაშვილის წინააღმდეგ!

"tv იმედის" სიუჟეტი არის პროვოკაციული და სიუჟეტის თემატიკასთან არანაირი კავშირი არ გამაჩნია!

ინგა გრიგოლიას თაღლითური მანიპულაციის სამხილებლად, ავტვირთავ და გამოვაქვეყნებ ჟურნალისტსა და ჩემს შორის შემდგარი საუბრის ჩანაწერს და ინტერვიუს, რომელიც მას მივეცი.

(ბელა ზაქაიძეს ვუთხარი, რომ ინგა გრიგოლიას არ ვენდობი და ვითხოვ პირდაპირ ეთერს... მან დამარწმუნა რომ პროვოკაციული არაფერია და იქნება თათუხაშვილის თემა).

ინგა გრიგოლია არის გარეწარი და პირწავარდნილი თაღლითი!“.

ინგა გრიგოლია: უკაცრავად, რეკლამის დროს ვნახე თქვენი პოსტი... მე არც ამ გადაცემის პროდუსერი ვარ, არც ის ვიცი, რომელი ჟურნალისტი ვისგან იღებს კომენტარს და საერთოდაც ეს არაა ჩემი საავტორო გადაცემა... თაღლითის ძახილს რაც შეეცება, ბოდიში მოიხადეთ და კორექტულად ილაპარაკეთ. მე ,,რეაქციას,, ვგეგმავ და პასუხისმგებელი ვარ ჩემს საავტორო გადაცემაზე, კვირის ეთერს სხვები გევმავენ და მათ ჰკითხეთ, თუ რამე არ გავიდა... მისამართი შეგეშალათ.

ირაკლი ზაქარეიშვილი: ინგა გრიგოლია - ჩემი და არამარტო ჩემი შეფასებით ხარ თაღლითი და ამას პირშიც გეტყვი! შენ ხარ პროკურატურის "პრესცენტრი", ხოლო შენი გადაცემა არის "პროკურატურის სატელევიზიო ფილიალი"! ძალიან ბევრი რამისთვის მოგიწევს პასუხის გაცემა თავის დროზე! მიმაჩნია, რომ საბჭოური პროპაგანდისა და გესტაპოს ჟურნალისტიკის ნაზავ პროდუქტს - ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი გაგაჩნია! "დიშოვი" მანიპულაციებით ცდილობთ ხელისუფლებისა და პროკურატურისათვის სასარგებლო საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რაც დანაშაულში თანამონაწილეობაა! უსათუოდ მოგეკითხებათ! ვერც ჟურნალისტის ამპლუას ამოეფარებით და ვერც "პროდიუსერებს"!

ინგა გრიგოლია: ვაი შენს პატრონს....))))))) მიგაბლოკავ ეხლა და გაქრი რა.

ირაკლი ზაქარეიშვილი: საკუთარ "პატრონებს" მიხედე, ჟულიკების დედოფალო!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42