,,მოსკოვის ცენტრში ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის, ბორის ნემცოვის დახვრეტას, ძნელია სხვა მოტივი მოუძებნო თუ არა პოლიტიკური.
ეს ის შემთხვევაა, როცა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი არ ელოდება გამოძიების დასრულებასა და შედეგს, რადგან მკვლელი უკვე ცნობილია, დღევანდელი რუსული სახელმწიფო.
ამიტომ, ამ ტიპის განცხადებები, როგორიცაა, ”იმედია ჩატარდება ობიექტური გამოძიება”, ან, ”დამნაშავეები გამოვლენილნი იქნებიან და სათანადოდ დაისჯებიან” უადგილო, უფრო მეტიც ამაზრზენია.
ასეთია რუსული სახელმწიფოს, რუსული ”ლევიათანის” ბუნება, ის ვერ გუობს და ებრძვის განსხვავებულს, თავისუფალს და პროგრესულს, ურთიერთობაში ცნობს არა პარტნიორობას ან კონკურენციას, არამედ მხოლოდ მორჩილებას ან ძალას.
ასეთია მისი ქცევის წესი ქვეყნის შიგნით, საკუთარ ხალხთან თუ ქვეყნის გარეთ, მეზობლებთან. და ეს არ არის რუსეთის დღევანდელი პრობლემა, მას ისტორიული ფესვები აქვს. ასე იყო გუშინ, ასე არის დღეს და ასე იქნება ხვალ - ქვეყანა მომავლის გარეშე.
რუსეთი იყო, არის და მომავალშიც დარჩება ცივილიზებული სამყაროს გამოწვევად“ - ნათქვამია ,,ეროვნულ-დემოკრატების“ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






