ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა
პოლიტიკა - 17:05, 01 Mar, 2015     2100
აჩადარა-სოხუმის მონაკვეთზე ე.წ. ,,ნოვი რაიონის“ ბაზაზე, სადაც რუსი ოკუპანტები სამხედრო ნაწილებია დისლოცირებული, საწვავის 10 ტონიანი ავზის სახურავი აფეთქდა. ცეცხლი გაუჩნდა ავზის ზედა სახურავს, მისი ლოკალიზება კასრის მთლიანად აფეთქებამდე შეძლეს.

ერთ-ერთი ვერსიით ამ ბაზაზე კონკტრაქტით აყვანილი ჩეჩენი ბოევიკები და საოკუპაციო ძალების მეოთხე ,,მაიკოპის“ ბრიგადის ჯარისკაცები არიან დისლოცირებული. არსებული ინფორმაციით, მათ შორის დაპირისპირება მოხდა. ჯარისკაცებს შორის დაპირისპირებას ჯერ კიდევ სამი თვის წინ ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც ოკუპანტი ჯარისკაცების ნაწილი გადმოყვანილი იქნა ტამიშის ბაზაზე, ხოლო ნაწილი ჯარიკსაცებისა ჩაასახლეს ,,ნოვი რაიონის“ ბაზაზე. მიუხედავად ასეთი გადანაცვლებისა, გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ ადგილი ჰქონდა ურთიერთდაპირისპირებას, ,,ნიუპოსტის" ინფორმაციით, ისინი ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ზმოქმედების ქვეშაც იმყოფბოდნენ და ადგილი ჰქონდა 2 საათიანი ,,გარჩევას“, სადაც სიტუაციის დასარეგულირებლად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის მიმართულების გენერალი უსტინოვი მივიდა. 4 ჯარისკაცი იქნა დაკავებული, მათ შორის ერთი ჩეჩენი. ბაზაზე აფეთქება, სწორედ სიტუაციის განმუხტვიდან 4 საათში მოხდა. დაზარალებულები არ არიან. ერთ-ერთი ვერსიით, საწვავის ავზის მიმდებარედ ხელყუმბარა იყო დამონტაჟებული.

ჯარისკაცების უკმაყოფილების მიზეზად ხელფსების გაცემის პრობლემა სახელდება. ჩეჩენი ბოევიკები, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე იმყოფებიან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხელფასების სანაცვლო, დეფაქტო რეჟიმი მათ სოხუმში ქართველების სახლებს სთავაზობს, თუმცა ნაწილი ბოევიკებისა ამაზე არ თანხმდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42