"ჩემს ნათლულებს და მათ მშობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ გამონახონ გაჭირვებული ადამიანები. მრავალი ადამიანია მწოლიარე, მრავალ ადამიანს არ ჰყავს მომვლელი, წყლის მიმწოდებელიც კი. გამონახეთ ასეთი ადამიანები და კვირაში ერთხელ მაინც მიდით და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ. ეს იქნება საჭმლით, ჩასაცმელით თუ თბილი სიტყვით.
მეორე დავალება არის, რომ ჩემი ნათლულების ყველა ოჯახმა დარგოს მათი შვილების საკეთილდღეოდ ხეები. 7 მარადმწვანე ნერგი - კედრის და ნაძვის. ეს ორი დავალება უნდა შეასრულოთ და მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა უხვად გადმოვა თქვენზე", - ბრძანა პატრიარქმა.
დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. ეს არის ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემის დღე. ეს დღე დიდმარხვის პირველივე კვირაში აღნიშნება. ხატმბრძოლობა დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა, მან ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა. მართლმადიდებლობის ზეიმი, 842 წელს ადგილობრივ კრებაზე ხატთა თაყვანისცემის აღდგენის შემდეგ გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები






