,,ხალხმრავალი აქციები ახლა დიდ ხიფათს შეიცავს“ - ნიკა ვაშაკიძე 21 მარტის აქციაზე
პოლიტიკა - 00:48, 01 Mar, 2015     3913
საზოგადოება ,,ივერიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიპლომატი ნიკა ვაშაკიძე ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტისთვის დაანონსებულ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკიდურესად საშიშია ქვენისთვის, თუ ეს აქცია ხანგრძლივი საპროტესტო სეზონის გახსნი მცდელობაა, რადგან, მისი თქმით, პუტინი სიტუაციის არევას ელოდება და ნებისმიერ არეულობაზე პასუხისმგებლობა ერნაირად დაეკისრება ,,ქართულ ოცნებას“ და ,,ნაციონალურ მოძრაობას“.

,,მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო 21 მარტისთვის დაანონსებულ აქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" მიერ გატარებული პოლიტიკა და მმართველობა ზიანს აყენებს ქვეყანას, მიმაჩნია, რომ რადიკალური, ხალხმრავალი აქციები ახლა დიდ ხიფათს შეიცავს, რადგან ჩვენ, როგორც სახელმწიფო, არა ვართ კუნძული და ნაწილობრივად არანორმალური სამეზობლო გვყავს. ანუ, ჩვენი შიდაპოლიტიკური პროცესები ძალზედ დიდი გარეშე საფრთხის პირობებში მიმდინარეობს და გარეშე ძალა ძალზედ ინტენსიურად არის ფარულად ჩართული ჩვენს შიდა პოლიტიკაში.

ამიტომ, მიმაჩნია: თუ ეს ერთჯერად აქციად არის ჩაფიქრებული, რომ ხელისუფლებას დაანახონ მისადმი ხალხის პროტესტი და უკმაყოფილება, კიდევ არუშავს. თუ ეს არის ხანგრძლივი მასობრივი საპროტესტო სეზონის გახსნის მცდელობა, ეს არის უკიდურესად საშიში ქვეყნისთვის.

ქვეყანა გატენილია რუსეთის აგენტურით და გეგმებიც შემუშავებულია. პუტინი ზუსტად იმას ელოდება, რომ სიტუაცია აირიოს. როგორც კი მღელვარება კონტროლს გაცდება მთელი მისი შემზადებული სქემები ამუშავდება და უბედურება დატრიალდება. ამაზე პასუხისმგებელი ქართული ოცნებაც და ნაცინალური მოძრაობაც იქნებიან ერთად“ -წერს ნიკა ვაშაკიძე ,,ფეისბუქის“ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42