ბატონო ბიძინა არ გეცოდებათ ქართველი ხალხი? რატომ გადაგვაგდეთ? - მიშა გომიაშვილი
სოც.მედია - 23:05, 28 Feb, 2015     22982
ან დაგვპატიჟეთ ან დაგვაძინეთ... - მსახიობი მიშა გომიაშვილი ,,ფეისბუქის“ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და ექსპრემიერს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

,,ყველამ კარგად ვიცოდით რომ პოლიტიკა ბინძური თამაშია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ თამაშში მარტო ბინძური ხალხი მონაწილეობს...აი ახლა, როცა ამ წერილს ვწერ ტელევიზიით დათა თუთაშხიას ვუცქერ...და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს ასე არ არის...ამ თამაშში ნებსით თუ უნებლიედ სულით სუფთა ადამიანებიც ერთვებიან, იმ სურვილით, რომ შეცვალონ რაღაც, სიკეთისკენ წაიყვანონ ქვეყნის და ერის ბედი... ასეთები არ არიან ცოტა, მაგრამ არ ჩანან.... რამე თუ უფრო მეტია მოწინააღმდეგენი სიკეთის, აფეთქებულები თავის კეთილდღეობის სურვილით, რომლებისთვისაც ქვეყანა კონსერვის ქარხანაა მხოლოდ და მეტი არაფერი...“თუ მოაქვს მოგება კარგია თუ არა და გავყიდოთ“...ასე მაფიქრალები სამწუხაროდ ბევრია დღეს და ამაშია ჩვენი უბედურება. ნუ ვეძებთ გარე მტერს, მგონი ყველაზე დიდი მტერი ჩვენშია..ჩვენს თავში....აქ ვეძეიოთ ჩვენი მტერი, ჩვენს გულში და ჩვენ სულში, და იქნებ მოვახერხოთ იქვე მოვერიოთ ამ ყველაფერს,. რამხელა სიბრძნე დევს ამ ნაწარმოებში „დათა თუთაშხია“-ს ვგულისხმობ...( ეჭვი მეპარება რომ ჩვენი ხელისუფლების უმრავლესობას წაკითხული ჰქონდეს ეს რომანი, მგონი ფილმიც არ უნახავთ) რაც დღეს ხდება...ასეთი უვიცობა, ამბიცია, უზნეობა, პოლიტიკური იმპოტენცია...გვენგრევა თავზე ყველაფერი, თუ უკვე არ დაგვენგრა...

ბატონო ბიძინა არ გეცოდებათ ქართველი ხალხი? საქართველო? თქვენ ხომ ის კაცი ხართ რომელმაც ამ ქვეყნის გადარჩენისთვის სასწორზე დადეთ თქვენი და თქვენი ოჯახის ბედი... რატომ გადაგვაგდეთ?...რატომ ჩაუგდეთ ჩვენი და ჩვენი ოჯახების ბედი ვიღაც უვიცებს...თქვენ არა ერთხელ ბრძანეთ რომ გლეხი კაცის ოჯახიდან ხართ, გლეხისა რომელიც მიწაზე შრომობდა, განა არ გასწავლათ მამათქვენმა,რომ სანამ ახალ, კეთილ თესლს ჩარგავთ მიწაში სარეველა უნდა მოაცილოთ...ამოძირკვოთ...თუ არა და ეს სარეველა მოერევა და გაანადგურებს ყველაფერს ახალს, კეთილს. სხვა შემთხვევაში ყველა ქმედება ფუჭია...მახსოვს თქვენ ბრძანეთ "რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, რომ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა დადგეს“...დრეს არ არის ეს „უბდურება?..მეტი რაღა უნდა მოხდეს?...რაღას ელოდებით???.......“ - წერს მსახიობი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42