პუტინის რეჟიმი აგონიაშია, უკვე ცხადი ხდება გახრწნის ნიშნები - კასპაროვი ნემცოვის მკვლელობას ეხმაურება
პოლიტიკა - 18:44, 28 Feb, 2015     3114

რუსი ოპოზიციონერი გარი კასპაროვი ბორის ნემცოვის მკვლელობას გამოეხმაურა. კასპაროვის აზრით არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ ესროლა ნემცოვს, მმისი ნამდვილი მკვლელი მაინც პუტინის რეჟიმია.

"დაზუსტებით ვერავინ იტყვის კონკრეტულად ვინ მოკლა ბორის ნემცოვი, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ რომ ის მოკლა რეჟიმმა. პუტინმა შექმნა ატმოსფერო, სადაც ასეთი პოლიტიკური მკვლელობები შესაძლებელი ხდება. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე სისხლის და ტანჯვის მომატებას ნიშნავს. ნემცოვი მუდამ არაძალადობრივი პროტესტის მომხრე იყო და საშინელი შოკია, რომ სწორედ ის მოკლეს ასე.

ის მოკლეს კრემლიდან ორ ნაბიჯში, პუტინის ძალოვნების თვალწინ, რომლებიც ამ ქვეყანაში ყოველ სამტიმეტრს აკონტროლებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ძალაუფლების ვერტიკალი დაკავებულია არა ქვეყნის უსაფრთხოების არამედ პუტინის და მისი ხროვის დაცვით. ამ რეჟიმის გამოზრდილ ბანდიტები დაუსჯელობით გათამამებულნი არიან. ქვეყანა ქაოსში იძირება, უკვე ცხადი ხდება გახრწნის ნიშნები. უკვე საკითხავი ის კი აღარაა ეს რითი დამთავრდება, არამედ ის რამდენ სიცოცხლეს შეიწირავს ეს ბოროტება , რომელიც ადამიანებს აზომბირებს და სისხლით იკვებება. პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ეს ესკალაციის გაგრძელებაა, იმიტომ რომ სხვაგვარად რეჟიმს უკვე არსებობა არ შეუძლია, პუტინის რეჟიმი აგონიაშია."- განაცხადა გარი კასპაროვმა უკრაინულ გამოცემა "Фокус"-თან ინტერვიუში.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42