,,გადადგეს მთავრობა“ - 21 მარტს ,,ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს
პოლიტიკა - 18:07, 28 Feb, 2015     2285
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 21 მარტს რუსთაველის გამზირზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციაა დააანონსა. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ხელისუფლებას ხალხის ხმა საკანონმდებლო ორგანოში არ ესმის, ამიტომ ისინი ეცდებიან ხმა რუსთაველის გამზირიდან მიაწვდინონ.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აქციაზე ის მოქალაქეები უნდა შეიკრიბონ, ვინც თვლის, რომ მთავრობამ ქვეყნის განვითარება შეაჩერა და უმოქმედო მთავრობის გადადგომა მოითხოვონ .

"მოგეხსენებათ დღეს უნდა გამართულიყო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განიხილებოდა ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის კონკრეტული გზები. საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც საპარლამენტო უმრავლესობა მოიქცა სრულიად უპასუხისმგებლოდ და არ მოვიდა სხდომაზე. საქართველოს ეკონომიკა იმყოფება კოლაფსის წინაშე, ლარის გაუფასურებამ დააზარალა ყველა ოჯახი საქართველოში, კლებულობს ექსპორტი, კლებულობს ტურიზმი და წელს პირველად მრავალი წლის შემდეგ კვლავ რეალური გახდა ბიუჯეტის სეკვესტრი. ამ დრამატულ ვითარებაში საქართველოს მთავრობა არის სრულიად უმოქმედო, მას არ გააჩნია გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, მეტიც ის უარს აცხადებს უკვე თვეების განმავლობაში იმ გეგმის განხილვაზე რომელიც მომზადებულია ჩვენს მიერ და რომელიც არის ერთადერთი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც არსებობს ქვეყანაში. ქვეყნის მმართველი ივანიშვილი ცინიკურად მოუწოდებს მოსახლეობას დაიქირაონ ბანკირები და ისწავლონ ფულის დაბანდება, ის დასცინს მოსახლეობას და ამ დაცინვას „ქართული ოცნება“ კვერს უკრავს. მთავრობას არ ესმს ხალხის ენა, ამიტომ ჩვენი როგორც ოპოზიციური ძალის მოვალეობაა, რომ მას ეს ხმა გავაგონოთ, რადგან ეს არ მოხერხდა პარლამენტში ეს მოხდება თბილისში რუსთაველის გამზირზე, მოვუწოდებთ ყველა საქართველოს მოქალაქეს ვინც თავს თვლის მოტყუებულად, ვინც თავს თვლის რომ ხელისუფლება არის არაფრის მაქნისი, შევიკრიბოთ ერთად 21 მარტს და მოვითხოვოოთ გადადგეს უნიათო მთავრობა“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.


ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42