„საინტერესო შეიძლება იყოს ის, თუ როგორ მოამზადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომისთვის:
მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელია ქუთაისში, მხოლოდ ისინი, ვისი დარბაზში ყოფნაც აუცილებელია სხდომის გასამართად, თუმცა დარბაზში ყინავს, ირგვლივ უკაცრიელობის განცდაა, ცარიელია აპარატის თანამშრომლების ოთახები, ბუფეტიც კი არ მუშაობს. მადლობა, რომ შუქი და წყალი მაინც გვაქვს.
ამ დროს აქ უნდა იყოს მობილიზებული მინიმუმ შესაბამისი კომიტეტების თანამშრომლები, (საბიუჯეტო, ეკონომიკის), ამ კომიტეტების თავმჯდომარეები, კანცელარია, საბიუჯეტო ოფისი, ადამიანები, რომლებიც დოკუმენტების გამრავლებაზე მუშაობენ.
ასე უნდა ხდებოდეს პროცედურული დემოკრატიის წესების შესაბამისად მაშინაც, როდესაც უმრავლესობა პოლიტიკური მიზეზით უარს ამბობს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის საპარლამენტო განხილვაზე. უმრავლესობა წავა და სხვა მოვა მალე, პარლამენტს კი უნდა ყავდეს აპარატი, რომელიც ემსახურება კონატიტუციას, რეგლამენტს, კანონს და დეპუტატებს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა.
მაგრამ დემოკრატია აქ ზვიგენზე კიდიათ. აქ მხოლოდ "გასაოცარი დემოკრატიის" სტანდარტებს აღიარებენ.“- წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






