რომ რამდენიმე დღის წინ მათ რუსმა და ოსმა სამხედროებმა ახალი რუკები აჩვენეს, რომელთა მიხედვითაც, სოფელი ორად იყოფა. იმ შემთხვევაში თუ რუკების მიხედვით მცოცავი ოკუპაცია გააგრძელდება, საცხოვრებელი სახლებისა და ნაკვეთების გარდა, საოკუპაციო ზოლს იქით სოფლის სასაფლაოც მოხვდება.
ჯარიაშენის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას, უსაფრთხოების მიზნით კი სოფელში საგუშაგოს გახსნას ითხოვენ.
გავრცელებულ ინფორმაციას სოფელ ჯარიაშენში ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში არ ადასტურებენ.
განცხადება გაკეთდა რეინტეგრაციისა და სამოქალაქო შერიგების სამინისტროშიც.
სოფელი ჯარიაშენი ოკუპირებულ ოსურ სოფელ არცევს ესაზღვრება. არცევში რუსეთის მესაზღვრეებს სამხედრო ქალაქი აქვთ აშენებული. სოფელ ჯარიაშენში კი მავთულხლართები 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შემდეგ გაჩნდა. ოკუპანტებმა ადგილობრივების ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა მიითვისეს.
მასალის გამოყენების პირობები






