დავით კერესელიძის თქმით ალექსანდრე მაისურაძე კარიერული დიპლომატია. მან საქმიანობა 1998 წელს დაიწყო და მისი მოღვაწეობა დაკავშირებული იყო უსაფრთხოების საკითხებთან და ნატო-საქართველოს ურთიერთობებთან. 2008-2012 წლებში ის იყო ნატოში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე. 2012 წლის თებერვლიდან დღემდე კი, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მაოდგილედ მუშაობდა.
საბერძნეთში საქართველოს ელჩის პოზიციაზე წარდგენილი იოსებ ნანობაშვილც ასევე კარიერული დიპლომატია და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე ნანობაშვილი საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა
ნატოში საქართველოს ელჩი აქამდე ლევან დოლიძე იყო, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. საბერძნეთში საქართველოს ელჩის პოზიცია კი, ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დავით ბაქრაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახდა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






