- კომპანიის დაარსებიდან უკვე თითქმის 8 თვე გავიდა და როგორ შეაფასებთ მიმდინარე მდგომარეობას?
_ჩვენ, ბაზარზე შემოსვლისდღიდან, აქტიურად ვმუშაობთ, რათა მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და მათ, ვისაც ხშირად უწევთ აიღონ ონლაინ სესხი, საუკეთესო პირობები შევთავაზოთ. დაარსების დღიდან მომხმარებლების რიცხვი მუდმივად იზრდება და მათი უმრავლესობა სიტემატიურად სარგებობს ჩვენისერვისით. არიან ისეთებიც, ვისაც, სამწუხაროდ, უყურადღებობის გამო უწევთ საჯარიმო სანქციების მიღება. თუმცა, თითოეულ მომხმარებელს შეუძლია წამახალისებელი ბონუს ქულების დაგროვება და მათი საშუალებით ყოველგვარი საპროცენტო თუ გადავადების საფასურის გადახდა. მონდომებულ ადამიანს ჩვენთან ნამდვილად ყველაზე იაფად შეუძლია სწრაფი სესხებით სარგებლობა.
- სწრაფ ონლაინ-სესხებს კომფორტულობასთან ერთად ძვირადღირებულ პროდუქტად მიიჩნევენ. ამასთან დაკავშირებით მომხმარებლების უკმაყოფილებასაც ხშირად შევხვედრივარ, რა კომენტარს გააკეთებდით ამ საკითხზე?
- სწრაფი ონლაინ-სესხი არ გადის საბანკო პროდუქტების კატეგორიაში და შეცდომა იქნება განსხვავებული პროდუქტების საპროცენტო განაკვეთების შედარება. ონლაინ-სესხი არის მცირევადიანი, მომხმარებელი მას მხოლოდ რამოდენიმე თვით იღებს და მარტივად აგვარებს მოულოდნელ ფინანსურ პრობლემებს, როცა არ გსურთ მეგობრების, თანამშრომლებისა თუ ოჯახის წევრების შეწუხება. მოკლევადიანი, სწრაფი სესხები მოულოდნელად წამოჭრილი ფინანსური საჭიროებებისთვის არის გათვლილი და, რა თქმა უნდა, იგივე პირობებით ვერ ისარგებლებენ მომხმარებლები, როგორც საბანკო სესხების დროს, განსხვავებულია პროცედურაც და სესხის საპროცენტო განაკვეთიც.
_მიმდინარე ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებთ და MoneyMan თუ გეგმავს რაიმ ცვლილებებს მომსახურებაში?
- მიმდინარე მოვლენებს ყველა ყურადღებით ადევნებს თვალს და გასაგები მიზეზების გამო საზოგადოება ძალიან ღელავს, მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით. ფინანსური ცვლილებები კი განსაკუთრებით ისახება MoneyMan-ის მომხმარებლების კეთილდღობაზე და მათ ფინანსურ სიძლიერეზე. ჩვენი გუნდი უკვე აქტიურად მუშაობს, რომ შევძლოთ პროდუქტში მაქსიმალური ცვლილებების შეტანა და მომხმარებლებისათვის დამატებითი დანაზოგის გაკეთება. ვერ ვიქნებით გულგრილი მათი ფინანსური სტაბილურობის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს პროცესები გრძელვადიან პერიოდში დასტაბილურდება და ლარიც დაუბრუნდება სასურველ ნიშნულს, მაგრამ სანამ საჭირო იქნება, მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენმა მომხმარებლებმა ვერ იგრძნონ მიმდინარე ცვლილებები. MoneyMan მუდმივად მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული მოქალაქის ფინანსური მხარდამჭერი იყოს!
მასალის გამოყენების პირობები






