ბორის ნემცოვი ძალიან მამაცი ადამიანი იყო - სააკაშვილი ნემცოვის მკვლელობას გამოეხმაურა
პოლიტიკა - 11:06, 28 Feb, 2015     3497
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. სააკაშვილის თქმით, ბორის ნემცოვი იყო რუსეთის ნამდვილი პატრიოტი და ამავდროულად სხვა ხალხის მეგობარიც:

"ბორის ნემცოვს ბოლოს რამდენიმე დღის წინ, კიევში, სასტუმრო ფერმონტში შვხვდი. სადილზე მითხრა იმ მსვლელობის შესახებ, რომლის გამართვასაც ის და მისი თანამოაზრეები მოსკოვში გეგმავდნენ. ვკითხე, თუ ეშინოდა თავისი უსაფრთხოების რუსეთში, განსაკუთრებით ახლა. მან მითხრა, რომ პუტინი თავისი წესებით ცხოვრობს და არ ჰგონია, დიდი ხნით ჩასვან ციხეში. მე შევაწყვეტინე და ვუთხარი, რომ დაჭერაზე მეტად მოწამვლის უნდა ეშინოდეს ამ წითელღვინიანი ბოკლით, რომელიც ხელში ეჭირა. როდესაც მისი სახის გამომეტყველებას შევხედე, მივხვდი, რომ უადგილოდ ვიხუმრე.

შემდეგ, კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დაასრულებს პუტინი. შევთანხმდით, რომ მისი ქცევაში მილოშევიჩის უამრავი პარალელია, რომელიც ომმა გახადა პოპულარული და მანვე დაღუპა. დღეს გამახსენდა, რომ მილოშევიჩის დროს ასევე კლავდნენ ოპოზიციონერებს. ბორის ნემცოვი ძალიან მამაცი ადამიანი იყო და მასშტაბური. მასთან შესაძლებელი იყო კამათი და ისიც, რომ არ დათანხმებოდი, მაგრამ გულგრილი ვერ დარჩებოდი. მას ვიცნობდი 90-იანი წლებიდან, ხშირად ვსაუბრობდით, განსაკუთრებით ბოლო წლებში. გარდაიცვალა სხვა ხალხის მეგობარი და ამავდროულად, რუსეთის ნამდვილი პატრიოტი, უბრალოდ საინტერესო ადამიანი იმ ქვეყანაში, რომელსაც მართავენ ბოროტი არსებები. ძალიან სამწუხაროა.

”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ნინო ზედგენიძე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42