რუმინეთის პრემიერმა ღარიბაშვილს ნატოსთან შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა უსურვა
პოლიტიკა - 18:23, 27 Feb, 2015     1384
საქართველოს და რუმინეთის პრემიერ მინისტრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და ორი ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ ქართველ კოლეგას უსურვა გახდეს პირვბელი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ნატო-სთან შეთანხმებას მოაწერს ხელს.

რუმინეთის მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა, ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუმინელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია და ნატო-ში გაწევრიანება მთავრობის პრიორიტეტებია.

„ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს საშუალებას, სიამაყით წარვადგინოთ ხელშესახები შედეგები რიგის სამიტზე, როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორმა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრების ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და რეგიონული საფრთხეები. პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ შეთანხმებების გაფორმება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის მცდელობად შეაფასა და რუმინეთს ამ მიმართულებით მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის, ბიზნესაქტივობის გაფართოებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42