2013-2014 წლებში მთავრობამ სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებაზე 20 მილიონზე მეტი დახარჯა
პოლიტიკა - 17:52, 27 Feb, 2015     1571
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ 2013-2014 წლებში სასტუმრო მომსახურებისა და სარესტორნო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია შეისწავლა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013-2014 წლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა სხვადასხვა უწყებებმა ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით მთლიანობაში 10.6 მლნ ლარამდე დახარჯეს სასტუმროს მომსახურებაზე, ხოლო 9.7 მლნ ლარამდე - სარესტორნო მომსახურებაზე.
ამავე პერიოდში სარესტორნო მომსახურების მხრივ ყველაზე დიდი დანახარჯი (ჯამში ტენდერის და გამარტივებული შესყიდვების გზით) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (750,000 ლარი) გასწია. დანახარჯის დონით მეორე ადგილზე მთავრობის კანცელარიაა (450,000 ლარი), ხოლო მესამეზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (350,000 ლარი).

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2013-2014 წლებში სახელმწიფო უწყებები სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების შესყიდვისას უპირატესობას გამარტივებული წესით შესყიდვას ანიჭებდნენ.

"ასე, მაგალითად, გამარტივებული წესით შესყიდული მომსახურება სარესტორნო მომსახურების (8.4 მლნ ლარი)შემთხვევაში 6-ჯერ აღემატება ტენდერით შესყიდულ მომსახურებას (1.4 მლნ ლარი), ხოლო სასტუმრო მომსახურების შემთხვევაში პირდაპირი შესყიდვით (6.1 მლნ ლარი) თითქმის ერთნახევარჯერ (1,3-ჯერ) მეტია დახარჯული ტენდერის გზით განხორციელებულ შესყიდვასთან (4.6 მლნ ლარი) შედარებით.

2013-2014 წლებში მხოლოდ ტენდერების გზით სახელმწიფო უწყებებმა ჯამში დაახლოებით 4.6 მლნ ლარი გადაიხადეს სასტუმროს მომსახურებაში, ხოლო სარესტორნო სერვისში - 1.4 მლნ ლარი.

1.1. ტენდერის გზით შესყიდული სასტუმროს მომსახურება

სასტუმროს მომსახურებაში სახელმწიფო უწყებების ტენდერების მეშვეობით გაწეული თანხები დაახლოებით თანაბრად გადანაწილდა 2013 (2.4 მლნ ლარი) და 2014 (2.2 მლნ ლარი) წლებზე.

ორი წლის განმავლობაში სასტუმროს მომსახურების კუთხით ყველაზე დიდი დანახარჯი ეკუთვნის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელმაც 2013 და 2014 წლებში შესაბამისად 870,149 და 1.1 მლნ ლარი გადაიხადა. ამ უწყების ორი ყველაზე მსხვილი შესყიდვა (142,229 და 115,785 ლარი) ემსახურებოდა ეროვნული უმცირესობებისთვის ქართული და ინგლისური ენებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნების შესწავლას.

შესყიდვის ხარჯებით რიგით მეორე ქალაქ თბილისის მერიაა, რომელსაც გასულ ორ წელიწადში საშუალოდ 540,000 ლარი აქვს გადახდილი სასტუმროს მომსახურებაში. სამეულში შედის ასევე საფეხბურთო გუნდი ლანჩხუთის „გურია“ რომელმაც სასტუმროს მომსახურებაში 2014 წელს 208,982 ლარი , 2013 წელს კი - 23,000 ლარი დახარჯა.

1.2. ტენდერის გზით შესყიდული სარესტორნო მომსახურება

2013-2014 წლებში სარესტორნო მომსახურებაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა უწყებებმა ტენდერების მეშვეობით დაახლოებით 1.4 მლნ ლარი დახარჯეს. თანხები დაახლოებით თანაბრად გადანაწილდა 2013 (761,967 ლარი) და 2014 (593,035 ლარი) წლებზე.

ორი წლის განმავლობაში სარესტორნო მომსახურების კუთხით ყველაზე დიდი დანახარჯი ეკუთვნის ქალაქ ფოთის მერიას, რომელმაც 2013 და 2014 წლებში შესაბამისად 174,597 და 171,132 ლარი დახარჯა. აღნიშნული დანახარჯები მთლიანად ემსახურებოდა უფასო სასადილოში 200-მდე მოქალაქეების ყოველდღიურად სადილით უზრუნველყოფას. მსგავსი ტიპის პროგრამებისათვის ტენდერები აგრეთვე გამოაცხადა ათობით სხვა მუნიციპალიტეტმა. შესყიდვის ხარჯებით რიგით მეორე საქართველოს შსს აკადემიაა, რომელმაც 2013 წელს 139,190 ლარი გადაიხადა სასადილო ობიექტების მომსახურებაში.

2013-2014 წლებში გამარტივებული შესყიდვებით სახელმწიფო უწყებებმა დაახლოებით 6.1 მლნ ლარის ღირებულების სასტუმროს მომსახურება შეისყიდეს, ხოლო სარესტორნო მომსახურებაში გადაიხადეს დაახლოებით 8.4 მლნ ლარი.

2.1. გამარტივებული შესყიდვის გზით შესყიდული სასტუმროს მომსახურება

სასტუმროს მომსახურებაზე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უწყებების გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით გაწეულმა თანხამ 2013 წელს 2.7 მლნ ლარი, ხოლო 2014 წელს 3.4 მლნ ლარი შეადგინა.

ორი წლის განმავლობაში სასტუმროს მომსახურებაზე ყველაზე მსხვილი შესყიდვები საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (517,475 ლარი) განახორციელა, რიგით მეორე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია (413,118 ლარი).

2.2. გამარტივებული შესყიდვის გზით შესყიდული სარესტორნო მომსახურება

სარესტორნო მომსახურებაზე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უწყებების გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით გაწეულმა თანხამ 2013 წელს 4.1 მლნ ლარი, ხოლო 2014 წელს 4.3 მლნ ლარი შეადგინა.

ორი წლის განმავლობაში სარესტორნო მომსახურებაზე ყველაზე მსხვილი შესყიდვები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (732,208 ლარი) განახორციელა, რიგით მეორე კი საქართველოს მთავრობის კანცელარიაა (438,986 ლარი).

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვებით ჯამში 694,999 ლარის ღირებულების სარესტორნო მომსახურება შეიძინა. 2014 წელს კი ამავე უწყების სარესტორნო მომსახურების შესყიდვის ხარჯები მხოლოდ 40,000 ლარამდე იყო", - წერია TI-ის განცხადებაში.



ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42