2015 წელს თბილისში საქართველო-რუმინეთის ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიმართება
პოლიტიკა - 17:32, 27 Feb, 2015     1213
საქართველოს და რუმინეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ გაფაართოებულ მოლაპარაკებებზე ორი ქვეყნის მთავრობის წევრები შეთანხმდნენ, რომ 2015 წელს თბილისში საქართველო-რუმინეთის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა და საქართველო-რუმინეთის ბიზნესფორუმი გაიმართება.

შეხვედრის დასაწყისში რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას ბრიუსელში წარმატებული ვიზიტი მიულოცა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და კონკრეტული საინვესტიციო პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ტურისტულ და სატრანზიტო პოტენციალს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მთავრობა მიესალმება რუმინელ ინვესტორებს საქართველოში, სადაც დაცულია კანონის უზენაესობა, საკუთრების უფლებები და ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემო არსებობს.

გაფართოებული მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოეწერა შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის კულტურულ, სპორტულ და მედიის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ასევე, დაიგეგმა თანამშრომლობის გააქტიურება საქართველოსა და რუმინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42