საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 119 იუნკერი შეუერთდა
პოლიტიკა - 15:12, 27 Feb, 2015     523

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 119 იუნკერი დღეიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. საბაკალავრო სკოლის პირველი კურსის იუნკერების ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

ფიცის მიღებამდე იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ღონისძიებაზე ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

ფიცის მიღების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ირაკლი გეგეჭკორი და თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრმა იუნკერებს სიტყვით მიმართა, მათ წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა: „ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი დღე შეიარაღებული ძალებისთვის. ჩვენმა იუნკერებმა დადეს ფიცი და ჩადგნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში სრულფასოვნად. სამხედრო განათლება და ახალგაზრდა ოფიცრების გაზრდა ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. შესაბამისად, ჩვენ მომავალშიც დიდ ყურადღებას დავუთმობთ ეროვნულ თავდაცვის აკადემიას, აკადემიაში მიმდინარე პროცესებს, ახალგაზრდა ოფიცრების მომზადებისა და განათლების მიღების საკითხებს“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

გენერალური შტაბის უფროსმა, სიტყვით გამოსვლისას, მსმენელებს კარიერული წინსვლა უსურვა.

ღონისძიების დასასრულს, აკადემიის მოძღვარმა, მამა თადეოზმა პირადი შემადგენლობა დალოცა. ფიცის მიღების ცერემონიალზე იუნკერების ოჯახის წევრები და ახლობლებიც იმყოფებოდნენ. თავდაცვის მინისტრი იუნკერების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42