"ქორწინება ადრეულ ასაკში" - ომბუდსმენი განათლების სამინისტროს პასუხობს
პოლიტიკა - 13:58, 27 Feb, 2015     1440

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ომბუდსმენი ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არასწორია ინფორმაცია, რომ სახალხო დამცველისმიერ გავრცელებული ინფორმაცია გოგონათა მიერ საბაზისო საფეხურზე სკოლის მიტოვების შესახებ არარელევანტურია და არსებულ მდგომარეობას არ შეესაბამება.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ანგარიშებსა თუ განცხადებებში ეყრდნობა მხოლოდ ოფიციალური სტრუქტურების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საბაზო საფეხურის დასრულებამდე 7 367 გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება, ხოლო განათლების შეწყვეტის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი იყო ქვემო ქართლის რეგიონში“ – წარმოადგენს ამონარიდს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2013 წლის 14 იანვრის წერილიდან. ამავე წერილით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიეწოდა სრული სტატისტიკური მონაცემები ტერიტორიული განფენილობის მიხედვით.

საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მოცემული ციფრი არ წარმოადგენს მხოლოდ ადრეულ ასაკში ქორწინების მაჩვენებელს, თუმცა, არსებული მდგომარეობის ანალიზი ცხადყოფს, რომ დიდი ნაწილი ამ სტატისტიკური მონაცემიდან, სწორედ ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტებია.

საქართველოს სახალხო დამცველი არაერთ განცხადებასა თუ ანგარიშში მოუწოდებდა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოთ ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისა და მომხდარი ფაქტების შემთხვევებზე კანონით გათვალისწინებული რეაგირებისათვის, თუმცა, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემის არსებობის აღიარება არათუ საზოგადოებას, არამედ ამ თემაზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების მხრიდანაც არ ხდება.

გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ 2012 და 2013 წლების საპარლამენტო ანგარიშში წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაცია მხოლოდ ახლა იქცევს ყურადღებას; მით უფრო, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთი სამუშაო შეხვედრა, განცხადება და რეკომენდაცია მიუძღვნა ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემასთან ბრძოლის საკითხებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებულია ადრეულ ასაკში ქორწინებათა ციფრი, რომელიც ბუნდოვანია, თუ რა მონაცემების შედეგად იქნა მიღებული. 2012–2013 წლებში საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლის მიტოვების ფაქტის შესახებ სპეციალური აღნიშვნის შემოღებისთვის, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ზუსტი სტატისტიკის წარმოებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების მხრიდან არაეფექტურად ხორციელდება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 31 მაისის ბრძანების მოთხოვნები. საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლის შედეგებმა ცხადყო, რომ მასწავლებელთა მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, არ ხდება ადრეულ ასაკში ქორწინების როგორც ძალადობის ერთ–ერთი ფორმის განხილვა და შემთხვევის შემდგომი მართვა რეფერირების პროცედურებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, პირად კონტროლზე აიყვანოს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებისას რეფერირების პროცედურების განუხრელი შესრულება. აღნიშნულის მისაღწევად უზრუნველყოს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთა ცნობიერების ამაღლება, შემუშავდეს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირების ინსტრუქცია და ხელი შეეწყოს სტატისტიკის სრულყოფილ წარმოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42