ეროვნული ბანკის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია იწარმოება - ქადაგიძე
პოლიტიკა - 12:18, 27 Feb, 2015     1627

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მისი და მისი უწყების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას საგანგებო ბრიფინგზე უპასუხა. ქადაგიძის თქმით ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია იწარმოება თუმცა ქადაგიძემ მისი მხრიდან პოლიტიკურ დებატებში ჩართვა გამორიცხა.

"საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ კომენტარებს იმ თავდასხმებზე რომელიც ხორციელდება ეროვნული ბანკის მისამართით და არც მომავალში ვაპირებთ პოლიტიკურ დებატებში ჩართვას."- განაცხადა ქადაგიძემ.

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, მთავრობა ეროვნული ბანკის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდა, მისი თქმით ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ მიმართა მთავრობას, რომ ადგილი ქონდა არათანაბარ ხარჯვას, რაც წარმოადგენდა პრობლემას და იმოქმედებდა გაცვლით კურსზე. თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით მთავრობამ ეს პროგნოზები არ გაითვალისწინა.

ქადაგიძის თქმით ეროვნული ბანკის არგუმენტების საპასუხოდ ისინი იღებდნენ შეკვეთილი სტატიების ნიაღვარს, სადაც ეროვნულ ბანკს საბოტაჟში ადანაშაულებდნენ.

ქადაგიძის განმარტებით, სრული პასუხისმგებლობის ეროვნულ ბანკზე დაკისრება და ის მიდგომა, თითქოს რეზერვების ხარჯვა არის გამოსავალი არასწორია:

„რეზერვებით ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება, კონკრეტულად კი ექსპორტის და ტურიზმის ჩანაცვლება არა მარტო არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება, არამედ კონტრპროდუქტიული და უშედეგოა“- განაცხადა ქადაგიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბიძინა ივანიშვილიმა ქვეყნის სავალუტო კრიზისამდე მიყვანაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაადანაშაულა. როგორც ყოფილი პრემიერი ამბობს, ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტი უზრუნველყოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და ლარის გაცლითი კურსი 2.0 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ივანიშვილმა გიორგი ქადაგიძეს კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებისკენ მოუწოდა.

ლარის კურსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის სპეციალური განცხადება "საზოგადოება 20/30"-მა გუშინ გაავრცელა.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42