„მინდა მოვუწოდო ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ თავდასხმა ეროვნულ ბანკზე. ასეთი თავდასხმბი ვნებს და აზიანებს არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, არამედ ურტყამს ქვეყნის ეკონომიკას, ის ვნებს ინვესტორების განწყობებს და კონტრპროდუქტიულია იმ პროცესების პარალელურად რაც დღეს ვითარდება. ახლა არ არის გადაბრალების და განტევების ვაცის ძებნის დრო, ახლა არის სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმის დრო, რომლის მიზანი სავალუტო შემოდინებების გაზრდა უნდა იყოს, რაც საბოლოო ჯამში ლარის კურსის გამყარებას გამოიწვევს და შვებას მისცემს იმ მოქლაქეებს, ვისაც მნიშვნელოვნად დაუმძიმდათ მდგომარეობა,“-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ქადაგიძემ ასევე აღნიშნა, რომ დღეისათვის ლარს გამყარების მიმართულება აქვს.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნილ სავალუტო კრიზისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაადანაშაულა. ყოფილმა პრემიერმა ქადაგიძეს კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებისკენ მოუწოდა.
ლარის კურსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის სპეციალური განცხადება "საზოგადოება 20/30"-მა გუშინ გაავრცელა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ ივანიშვილის ბრალდება, ხელისუფლების და უმრავლესობის ნაწილმაც გაიზიარა, მათ შორის, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელმა, მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






