უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ვერ ხედავს საჭიროებას, რომ პარლამენტში შაბათს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომას დაესწროს.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს იქნება პოლიტიკური დემაგოგიის კიდევ ერთი მცდელობა.
„გულწრფელად გეტყვით, რომ არც სურვილი მაქვს და ვერც საჭიროებას ვერ ვხედავ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით გამართულ სხდომაში მივიღო მონაწილეობა. ვიცი, რომ ეს სხდომა არის მათი მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის კიდევ ერთი შესაძლებლობა და ვიცი, რომ ასეთი ფორმატი და მაქინაციები ხელს არ უწყობს ვითარების ნორმალიზებას“, - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, ხვალ პარლამენტში რიგგარეშე სხდომა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით იმართება. სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები. მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ შეცვალეს.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






