პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ მას არ აქვს რეგლამენტით მინიჭებული უფლება დაავალდებულოს მთავრობის წევრები მონაწილეობა მიიღონ რიგგარეშე სხდომაში.
„მე არ მაქვს უფლებამოსილება დავავალდებულო მთავრობა მოვიდეს სხდომაზე, ამიტომ მე ამას არ ვაკეთებ, რაც შეეხება ინფორმაციას, საჯაროდ იქნება ინფორმირებული როგორც მთავრობა, ასევე საზოგადოება. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა, რომელსაც გეგმავს ნაციონალური მოძრაობა“,-განაცხადა მანანა კობახიძემ.
სხდომაზე დასწრება გადაიფიქრეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“, მისვლას არც უმრავლესობის ნაწილი გეგმავს შესაბამისად უცნობია შედგება თუ არა ქვორუმი. სხდომაზე მისვლას არც მთავრობის ეკონმიკური გუნდის მინისტრები გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






