"საიდუმლო სერობა" უმრავლესობაში - დეპუტატი განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 10:53, 27 Feb, 2015     3352

უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მის კაბინეტში დეპუტატებთან გამართულ შეხვედრაზე გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით პასუხობს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახეზეა მცდელობა, რომ დეპუტატების მიერ ძალიან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თემაზე დაწყებული მსჯელობა პოლიტიკურ კინკლაობაში გადაიყვანონ.

როგორც ხუნდაძე განმარტავს, ე.წ. "საიდუმლო სერობა" მის კაბინეტში თითქმის ყოველ დღე იმართება ქვეყანაში არსებული მძიმე პრობლემების დასაძლევად.

"ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამძაფრდა მედიის ყურადღება საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით არსებულ სიტუაციაზე. იმდენად შორს წავიდნენ, რომ ჩემს კაბინეტში დეპუტატებთან მეგობრულ შეხვედრას "საიდუმლო სერობაც" კი უწოდეს. სახეზეა მცდელობა, რომ ჩვენს მიერ ძალიან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თემაზე დაწყებული მსჯელობა პოლიტიკურ კინკლაობაში გადაიყვანონ. ამის საბაბს დეპუტატებიც აძლევენ, რომელთაც ერთმანეთის მიმართ მეტი კორექტულობისკენ მოვუწოდებ. ამასთანავე, მიუღებელია საერთო, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი პირადი ინტერესებისთვის გამოიყენო.

იმის ნაცვლად, რომ მედია-საშუალებებმა იმსჯელონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პროგრამაზე, კონკრეტულ საკითხებზე და ეს საჯარო დისკუსიის საკითხი გახადონ თუნდაც დეპუტატებში, საუბრობენ მხოლოდ იმაზე, ვინ აძლევს ხმას ნინო გვენეტაძეს და ვინ იკავებს თავს კონკრეტული მოსაზრებების გამო. ეს არ არის არც სახელმწიფოებრივი და არც პროფესიული მიდგომა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვირჩევთ სასამართლოს 10-წლიან მმართველს, ვისი არჩევის საშუალებაც სავარაუდოდ შემდგომი ორი მოწვევის პარლამენტსაც კი არ ექნება. ბუნებრივია, არსებობს კითხვები, მოსაზრებები და პირადი შეხედულებები. გასაკვირი ის არის, ვინც ასე სწრაფად და იოლად იღებს გადაწყვეტილებას ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე.

რაც შეეხება უმრავლესობის შიგნით მიმდინარე მოვლენებს, ეს ცოცხალი პროცესია და პოლიტიკოსების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებები არ შეიძლება მოსახლეობას მიაწოდო ბუნტად ან ამბოხად რომელიმე პიროვნების ან პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ. აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს განხეთქილებას. ჩვენ ვებრძოდით ისეთ რეჟიმს, სადაც დემოკრატიულობას თამაშობდნენ და რეალურად, ერთი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი "გუნდურობის" საჩვენებლად ერთი და იგივე დაზუთხული ტექსტებით საუბრობდნენ. ვერც იმას ბედავდნენ, რომ ვინმეს კაბინეტში ღიად და ხილულად კონკრეტულ საკითხზე, მსგავსი მოსაზრების მქონე პიროვნებები თუნდაც ყავაზე შეკრებილიყვნენ. ამაყად ვაცხადებ, რომ ეს დრო დამთავრდა.

რაც შეეხება მედიასაშუალებებს, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ყველა ჟურნალისტის მიმართ, დღევანდელი საინფორმაციო საშუალებები მეტად უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესებს. მოხარული ვიქნებოდი, რომ ასეთივე ინტერესით იღებდნენ ტელევიზიები ჩემს კაბინეტში შემოსულ ცნობილ დემოგრაფებს, სადაც ქვეყანაში არსებულ უმძიმეს პრობლემაზე ვსაუბრობთ; ასევე ცნობილ ფინანსისტებს, ეკონომისტებს, ჯანდაცვის ექსპერტებს, სადაც საარსებო მინიმუმზე, საპენსიო რეფორმაზე და სხვა უმნიშვნელოვანეს თემებზე ვმსჯელობთ და ვიღებთ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, ეს საკითხები ხშირ შემთხვევაში ვერ აღწევს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში, სადაც დიდი დოზით შუქდება პოლიტიკური თუ პირადი ინტრიგები.

მივმართავ ჟურნალისტებს: "საიდუმლო სერობა" ჩემს კაბინეტში თითქმის ყოველ დღე იმართება ქვეყანაში არსებული მძიმე პრობლემების დასაძლევად, სადაც შეგიძლიათ მოისმინოთ და შემდგომ მოსახლეობას გადასცეთ მათთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო თემები", - ნათქვამია ხუნდაძის განცხადებაში.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42