სენტ ვინსენტის და გრენადინის დროშის ქვეშ მცურავი გემი “KEREM S”-ი, რომელიც ჰერაკლიონიდან მიემართებოდა ნავსადგურ ალიაგასკენ, 20 თებერვალს 18:00 საათზე მოყვა შტორმში, ძლიერი ტალღების შედეგად შეეჯახა კლდეს და დაიწყო ჩაძირვა.
გემზე იმყოფებოდა ერთი ქართველი და 5 თურქი ეკიპაჟის წევრი.
სამაშველო ოპერაცია ჩატარდა საბერძნეთის სანაპირო დაცვის მიერ, რომლებმაც ექვსივე პიროვნება ვერტმფრენის მეშვეობით გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას.
ეკიპაჟის წევრებს ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმება და ყველა მათგანი თავს ნორმალურად გრძნობს.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დაუკავშირდა საბერძნეთში პირეუსის საზღვაო-სამაშველო სამსახურს, სადაც დაუდასტურეს, რომ სამაშველო ოპერაცია წარმატებით ჩატარდა და მეზღვაურებს საფრთხე აღარ ემუქრებათ.
სააგენტო ასევე დაუკავშირდა საბერძნეთში საქართველოს საელჩოს და მათი ცნობით მეზღვაურები გადაყვანილნი არიან თურქეთის რესპუბლიკაში.
მასალის გამოყენების პირობები






