კრემლის უტიფარი ულტმატუმების მოსმენის დრო გავიდა - სოსო ცისკარივშვილი
პოლიტიკა - 22:57, 26 Feb, 2015     2268
აბაშიძე-კარასინის ფორმატში რკინიგზის აღდგენაზე საუბარს კრემლი ულტიმატუმს უწოდებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, რომლის თქმითაც, აღნიშნული თემა კრემლის კულუარებში განიხილებოდა.

"მე მგონი ჩაიშლებოდა პრაღაში ეს შეხვედრა, იმდენჯერ ვახსენეთ აბაშიძე და კარასინი, რომ ალბათ სლოკინისგან ვეღარ მოახერხებდნენ საუბრის გაგრძელებას. ჩემთვის კითხვას წარმოადგენს ის ფაქტი, რომელიც თავდაპირველად გაჟღერდა, რომ ამ შეხვედრის მთავარი საკითხი იქნებოდა ის, რომ შვეიცარიული კომპანიის მიერ დაწყებულიყო იმ გადაწყვეტილების შესრულება, რა პირობაც რუსეთმა 4 წლის წინ დადო და ჯერაც არაფერი გაუკეთებია. ჩემთვის უფრო საკვირველია ის, რომ არც ყოფილი და არც მოქმედი ხელისუფლება, საერთოდ არ სვამდნენ ამ კითხვას, არ ახსენებდნენ რუსეთს ასეთ ვალდებულებას. უცებ აღმოჩნდა, რომ ეს თემა მთავარია ამ მოლაპარაკებებში. მაგრამ ძირითადი, ჩემი აზრით, არის ის, რაც კულუარებში არსებობს და არა მხოლოდ კულუარებში, ღია მედიაშიც იყო ამაზე საუბარი, რომ მორიგი უტიფარი ულტიმატუმი წაგვიყენა კრემლმა. კერძოდ, თუ გვინდა, რომ მათ შეასრულონ ეს ვალდებულება, თურმე სანაცვლოდ უნდა გაიხსნას სარკინიგზო მიმოსვლა მარშრუტით მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანი. მე მგონი, გავიდა დრო ამ ულტიმატუმების მოსმენის", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

ექსპერტის თქმით, სარკინიგზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მეზობელი აზერბაიჯანის ინტერესების გათვალისწინება.

,,თუ რაიმე სიკეთე ეგულება აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლაში, მაშინ მიღებულ იქნას შეთანხმება, მარშრუტზე მოსკოვი-სოხუმი-ფოთი. ეს უფრო მეტი ინტერესის მქონე იქნება საქართველოსთვის, მით უმეტეს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ერთ-ერთი დაინტერესებული სუბიექტი ასეთი ტრასის არსებობა-არარსებობაში გახლავთ ჩვენი კეთილი მეზობელი აზერბაიჯანის სახით. თუ ის არ იქნა ასევე ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში, ჩვენ არ ვიცი, რას მივიღებთ, მაგრამ აზერბაიჯანს დავკარგავთ", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42