კარასინს მიაჩნია, რომ სხვა ვარიანტები არ არსებობს და რუსეთის მოწოდება დაიწყოს პირდაპირი დიალოგი საქართველომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთადერთი გამოსავალია.
"ვერ ვიტყვი, რომ ამის ნიშნები არის, თუმცა საჭიროა ხედავდე პერსპექტივას, რადგან სხვა ყველაფერი აბსოლიტურად უპერსპექტივოა. რუსეთი ყოველთვის უჭერდა მხარს პირდაპირი დიალოგის დაწყებას. ამიტომაც ჩვენ 2008 წლის ოქტომბერში გავხდით ჟენევის დისკუსიების მონაწილეები. ეს ერთადერთი მოედანია, სადაც საქართველოს აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები პირისპირ საუბრობენ პრობლემებზე. დიალოგი აიგო და უკვე იქცა ტრადიციად, რომელსაც ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ,"- აცხადებს გრიგორი კარასინი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მასსა და აბაშიძეს შორის მიმდინარე დიალოგის პროცესსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში წინსვლა შეინიშნება.
"ბოლო წლებში ერთობლივი ძალისხმევის წყალობით ორივე ქვეყანაში მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმა, ვინც ოპტიმიზმით განეწყო საქართველო–რუსეთის ურთიერთობებისადმი. წავედით იმ კონფრონტაციისგან, რომელსაც ბატონი სააკაშილი ქადაგებდა და მივედით დასკვნამდე, რომ რთულ პირობებშიც კი უნდა შევძლოთ ურთიერთობების თანამშრომლობის გაფართოება,"- ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი.
http://rustavi2.com/
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






