ექსპრემიერის განცხადების შემდეგ საპარლამენტო კულუარებში გიორგი ქადაგიძის იმპიჩმენტზე საუბარი დაიწყეს. მმართველი გუნდი შესაბამის გადაწყვეტილებას ქადაგიძის წლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ მიიღებს.
უმრავლესობის წევრების განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ მრავალი მწვავე კითხვა არსებობს. უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მისი ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ მოხდება, შესაბამისად გიორგი ქადაგიძის მუშაობა მაისამდე გადადგმული ქმედითი ნაბიჯებით შეფასდება:
„დღევანდელ მძიმე სიტუაციაში, ერთ-ერთი მწვავე ფაქტორი არის ეროვნული ბანკის უნიათო საქმიანობა. წლიურ მოსმენამდე შეიეიძლება ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომ პირიქით მადლობა გადავუხადოთ, შეილება ისე გაუხდეს საქმე, რომ მოსასვლელი პირი არ ქონდეს, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს ფაქტი ერთია, აშკარად ჩანს , რომ ის რაც უნდა გაკეთებულიყო ეროვნული ბანკის მხრიდან ძალიან ბევრი რამე არ გაკეთდა.“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






