საქართველოს რკინიგზის გასხვისების საკითხში, ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს ხედავს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე. ,,ნიუპოსტთან“ საუბრარში დეპუტატი ამბობს, რომ ის, რაც რკინიგზასთან დაკავშირებით ,,ვერ შეისრულა“ პატარკაციშვილმა, ახლა მისი ასრულება ბიძინა ივანიშვილს სურს.
,,გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე მიასვა რკინიგზას თავისი საყვარელი დეიდაშვილი უჩა, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს მაშინვე გამოიკვეთა ივანიშვილის პირადი ინტერესი რკინიგზის მიმართ.
ამ პროცესების უკან შესაძლოა იდგეს რუსეთი, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ ამ შემთხვევაში რკინიგზის მიმართ პირადი ინტერესი აქვს ბიძინა ივანიშვილს. რკინიგზაზე დაპატრონება იყო დიდი ხნის განმავლობაში ყველა რჯულის ოლიგარქის ოცნება, თავის დროზე ამას პატარკაციშვილი და ვერ შეისრულა, ახლა კი იმ ოცნებას, რომელიც პატარკაციშვილმა ვერ შეისრულა ისრულებს ბიძინა ივანიშვილი.“ - აცხადებს თარგამაძე.
მისი თქმით, კრინიზგის გასხვისების პროცესში რუსეთის ფაქტორი გამორიცხული არ არის.
,,იმ ფონზე როდესაც ქვეყანაში უკონტროლოდ დასეირნობს რუსული სამხედრო ტექნიკა ვერაფერს გამოვრიცხავთ, მითუმეტეს, რომ ჩვენ კარასინის პირით ვიგებთ, რომ თურმე ზურაბ აბაშიძე მას ესაუბრება რკინიგზის გახსნაზე და ძალიან ბევრ რამზე, რასაც ხაზს ვუსვამ რომ კარასინის პირით ვიგებთ და არა აბაშიძის, ამ ფონზე ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესის უკან რუსეთი იდგას“ - აცხადებს თარგამაძე.
,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მხიდან ამ საკითხის უარყოფა არაფერს ნიშნავს, რადგან გივი თარგამაძის თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ,,ბერუჩაშვილი არის უბრალოდ აბაშიძის დანამატი“.
,,აბაშიძე, რომელიც პირადად არის ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი და არა ღარიბაშვილის, იქ არის საგარეოს საქმეთა მინისტრიც და ყველფერი ამ ურთიერთობაში. სხვას რას შეიძლება მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრს ზედამხედველად გააყოლეს აბაშიძე და ის ახმოვანებდა ყველაფერს, ამიტომ ბერუჩაშვილის მიერ რამის უარყოფა ბევრს არაფერს არ ნიშნავს“ - აცხადებს დეპუტატი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძესთან რუსეთ-საქართველოსთან დამაკავშირებელი რკინიგზის შესახებ საუბარსაც გეგმავს. რაც შეეხება რკინიგზის საკითხს, ჩვენ ამას დეტალურად არ განვიხილავთ, მაგრამ პრინციპში შევეხებით, შემიძლია გითხრათ, რომ ამ საკითხის განხილვა აფხაზეთის ხელისუფლების გარეშე შეუძლებია“- განაცხადა კარასინმა.
მასალის გამოყენების პირობები






