ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, სოხუმის გავლით რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აღდგენა საქართველოსთვის ვერანაირ დადებით შედეგს ვერ გამოიღებს. შარაშენიძის თქმით, პირიქით ამ რკინიგზის გახსნით საქართველოს ურთიერთობა გაუფუჭდება აზერბაიჯანთან, ხოლო რუსეთი კავკასიაში თავის პოზიციებს გაიმყარებს:
„რკინიგზის გახსნა ჩვენთვის არის ძალიან დამაზიანებელი , ეს მხოლოდ და მხოლოდ გაგვიფუჭებს ურთიერთობას ჩვენს პარტნიორთან - აზერბაიჯანთან. არანაირად არ დაგვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. მე ვერ წარმომიდგენია რომ აფხაზები ჩასხდნენ და ჩვენთან გამოიქცნენ. სამაგიეროდ დაეხმარება რუსეთს, რომ გაამტკიცოს თავისი პოზიციები კავკასიაში, რადგან ის აამუშავებს კიდევ ერთ სარკინიგზო ხაზს, რომლითაც დაუკავშირდება სომხეთს სადაც აქვს თავისი სამხედრო ბაზა. ისევ და ისევ ამაში ჩვენთვის კარგი არაფერი არ არის“- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






