„აჩვენებს იმას, რომ ოლიგარქი არის ისტერიკაში. მას კარგად ესმის, რომ ლარის გაუფასურებაში ისევე როგორც ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად მას და ის ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას. ამის მიუხედავად, იმალება ურეკში, სადაღაც ჩირგვებში. ნაციონალურ მოძრაობას ბოლო 2 წლის განმავლობაში აბრალებდნენ მილიონ რაღაცას: დაწყებული საბურავებიდან და შპრიცების დაყრით, მაგრამ ხალხს უკვე აღარ აინტერესებს, ხალხს აინტერესებს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, რომელიც მისმა ჯიბის მთავრობამ ვერ წარმოადგინა უკვე თვეებია.
ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს სიტუაციის გამოსწორება. ივანიშვილისთვის არის უკეთესი რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამ გეგმის განხორციელება, თორემ სხვა შემთხვევაში ასეთი ტიპის განცხადების გავრცელება მოუწევს საფრანგეთიდან“,-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში შექმნილ სავალუტო კრიზისში ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული ბანკი დაადანაშაულა.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






