ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნული ვალუტის მძიმე მდგომარეობა მეტწილად ეროვნული ბანკის ბრალია, ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა:
"ივანიშვილის პანიკას ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია - მაგრამ მნიშვნელოვნად გაღრმავდა.
ქვეყნის დე ფაქტო მმართველის მხრიდან იმის გაცხადება, რომ სიტუაციას ვერც თვითონ და ვერც მისი მთავრობა ვერ ფლობს და რაც ხდება ნაციონალური მოძრაობის ბრალია, უკიდურესად დიდ დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას.
ქვეყნის დე ფაქტო მმართველის არათანმიმდევრულობა კრიზისის დროს არის დამანგრეველი ქვეყნის ეკონომიკისთვის:
1. ჯერ თქვა რომ ყველაფერი კარგად არის, ლარი ჯანსაღია და მოსახლეობის ბრალია რა დღეშიც ჩაცვივდნენ - არ იციან კაპიტალი რა ვალუტაში დააბანდონ.
2. მერე თქვა, რომ ლარი ჯანსაღია, უბრალოდ ეკონომიკაა სუსტი - ექსპორტი შემცირდა, ტურიზმი შემცირდა (ესეც სხვა გუნდს დააბრალა, ფანჯიკიძეს, თვითონ პასუხისმგებლობის აღების ტრაკი (excuse my French) არ ეყო).
3. ახლა ამბობს, რომ ნაციონალები უწყობენ კრიზისს.
წინ მძიმე თვეები ელის საქართველოს ეკონომიკას people!
ბიძინამ აღიარა რომ სიტუაციას ვერც თვითონ და ვერც მისი მთავრობა ვერ ფლობს."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






