საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა - დონალდ ნტუსკი
პოლიტიკა - 17:47, 26 Feb, 2015     1169
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ნტუსკმა ბრიფინგზე ერთობლივი განცხდებები გააკეთეს. ირაკლი რარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმედის თვალით უყურებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს ამბიციაა, იქცეს წარმატების მაგალითად რეგიონში და ცხადყოს ევროინტეგრაციის გარდამქმნელი ძალა.

„ასოცირების ხელშეკრულება არ არის საბოლოო მიზანი ჩვენს ურთიერთობებში ევროკავშირთან - ის მხოლოდ გზას უხსნის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. საქართველოს მთავრობა კონცენტრირებულია ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპული დღის წესრიგის სარგებლის ცხადყოფაზე“, - განაცხადა პრემიერმა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია დადებითად შეაფასებს საქართველოს წარმატებებს და გასცემს რეკომენდაციას მისი მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალთან ე.წ შეთანხმებების გაფორმება რეგიონების ანექსიის მცდელობად შეაფასა, ასევე, შეშფოთება გამოთქვა უკრაინის კრიზისის გამო.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო იყო და არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებაზე ისაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

დონალდ ტუსკმა საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანა უწოდა და ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესზე ისაუბრა.

„საქართველო აღმოსავლეთ პარრტნიორობის მოწინავე ქვეყანაა. ეს არ არის კომპლიმენტი, ეს ფაქტია. ვიზის ლიბერალიზაციის მხრივ, ჩვენ ველოდებით შედეგს, დადებით რეკომენდაციებს და იმედი მაქვს, ჩვენი შემდეგი შეხვედრა რიგაში, ამ მიმართულებით წარმატებული იქნება“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რუსეთის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმთან ე.წ შეთანხმების გაფორმება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეაფასა და განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მტკიცედ განაგრძობს არაღიარების პოლიტიკას.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42