როგორც ჩანს ირაკლი ალასანია კაბინეტიდან არც ამჯერად გამოსულა - ანდრო ბარნოვი
პოლიტიკა - 17:12, 26 Feb, 2015     2077
საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვი ეროვნული თავდაცის აკადემიის მდგომარეობის გამო სოციალურ ქსელში თავდაცვის მოქმედ და ყოფილ მინისტრებს აკრიტიკებს.
ბარნოვის თქმით, სწორედ თავდაცვის აკადემია უზრუნველყოფს ჯარის ხარისხს და აკადემიაში დღეს არსებული დაბალი სტანდარტზე პასუხისმგებლები მინდია ჯანელიძე და ირაკლი ალასანია არიან.

„საზოგადოებას მინდა ავუხსნა, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემია არ არის რიგითი სასწავლებელი. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც იზრდებიან მომავალი ოფიცრები. სწორედ თავდაცვის აკადემიის ხარისხზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება მომავალი ჯარი.

აკადემიაში დღეს არსებული ვითარება არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს - ამაზე გუშინ ვრცლად ვისაუბრე.

ვითხოვ პასუხს თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი და ახლანდელი ხელმძღვანელებისგან - როგორ დაუშვეს ამ მდგომარეობამდე მისვლა, რატომ გააკეთეს ეს და რას აპირებენ მომავალში?!

აქვე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ირაკლი ალასანია, რომელიც, როგორც ჩანს, კაბინეტიდან არც ამჯერად გამოსულა, არის მთავარი პასუხისმგებელი იმ მდგომარეობაზე, სადამდეც მიიყვანეს ეს მართლაც ბრწყინვალე ორგანიზაცია. ბრტყელი სიტყვებით ჩვენ ვერც ნატოში შევალთ და ვერც ევროკავშირში. ბრტყელი სიტყვებით საქმე არ კეთდება. ყველა პასუხისმგებელია იმ კონკრეტულ საქმეებზე, რაც უკეთებია ან არ უკეთებია. საზოგადოებამაც ამის მიხედვით უნდა შეაფასოს - ვინ ვინ არის!

თუმცა, პირადად ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს სასწრაფოდ!

ამიტომ, მინდა ვთხოვო მთელ საზოგადოებას და კონკრეტულად ჟურნალისტებს: დაუსვით კითხვები, მოითხოვეთ გამჭვირვალობა, მოითხოვეთ პასუხები და აიძულეთ ეს მთავრობა და კონკრეტულად თავდაცვის უწყება, რომ მიხედონ საქმეს! ასევე, დაუსვით კითხვები ბატონ ალასანიას - როგორ წარმოუდგენია ნატოში შესვლა ჯარით, რომელსაც მომავალს უკლავს?

დაბოლოს, ვინც იტყვის, რომ აკადემიაში კარგი მდგომარეობაა, მივიდეს, შეკრიბოს იქ მომუშავე ადამიანები, შეკრიბოს მსმენელები და მათ წინაშე თქვას ეს. ვშიშობ, სტვენით არ გამოაცილონ!“,- წერს ანდრო ბარნოვი.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42