ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს მათ ანექსიას და ეს ცხინვალთან გაფორმებული საზღვრის შესახებ ხელშეკრულებითაც დაადასტურა. კარასინს უკვირს, რატომ ატყდა ხმაური თბილისში ახლა, როცა სხვადასხვა მიმართულებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან უკვე 80-მდე შეთანხმებაა გაფორმებული. საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სვლას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, დასავლეთის ექსპანსიამ წითელი ხაზები უკვე გადაკვეთა, რასაც რუსეთი ვერ შეეგუება.
ქართულ-რუსული დიალოგი „კავკასიური სახლისა“ და გორჩაკოვის სახელობის ფონდის ორგანიზებით იმართება. დიალოგის ფორმატში იმართება შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ქართველი და რუსი პოლიტოლოგები ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებას აცნობენ და ამ საკითხებზე დისკუსიებს მართავენ. ქართულ-რუსული დიალოგი მოსკოვში 28 თებერვალს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






