„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი ლარის კურსთან დაკავშირებით ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ნადირაშვილი ამბობს, ივანიშვილი პანიკაშია და ცდილობს მისი და მთავრობის შეცდომები სხვებს გადააბრალოს.
„ცოტა ხნის წინ ივანიშილმა განაცხადა, რომ ლარი არის ჯანსაღად და გვირჩია, რომ პირადი ბანკირები აგვეყვანა. ეხლა ეტყობა მიხვდა, რომ მთლად ჯანსაღად ვერ იქცევა ლარი. მის ქვეშქვეშა საქციელს, როდესაც ცდილობს, რომ მისი და მისი მთავრობის შეცდომები სხვას გადააბრალოს, არავინ წამოეგება. იმ განცხადებიდან, რომელიც გაავრცელა ნათელია, რომ ივანიშვილი პანიკაშია და ცდილობს რაიმე ფორმით, მძიმე სიტუაცია სხვას გადააბრალოს. ამ განცხადებამ დამარწმუნა, რომ ქვეყანას არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანი მართავს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
ლარის კურსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის სპეციალური განცხადება "საზოგადოება 20/30"-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ივანიშვილის თქმით, ეროვნული ვალუტა კრიზისამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მიიყვანა. ექსპრემიერი გიორგი ქადაგიძეს მოუწოდებს, ლარის კურსის გასამყარებლად შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






