სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაცია ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავჯდომარეს შეხვდა.
ბაქრაძემ განმარტა, რომ შეხვედრის ძირითადი თემები იყო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცის საკითხი და ასევე მხარეებმა ისაუბრეს ევრო კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესზეც.
„საქართველოს დელეგაციას ქონდა შეხვედრა ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, განხილული იქნა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ განვიცდით არსებული ევროპული მექანიზმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. განხილულ იქნა ის რეფორმები, რაც საქართველოში განხორციელდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრმა მოიწვია ელმარ ბროკი საქართველოში. ჩვენ ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას ევროპარლმანეტთან.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ
მასალის გამოყენების პირობები






